საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მესტიის სამმართველოში შესული შეტყობინების
თანახმად, ტურისტების ჯგუფი ვერ ახერხებდა ჯგუფის ერთ-ერთ წევრთან დაკავშირებას.
გაუჩინარებული შესაძლოა ყოფილიყო 10 თებერვალს თეთნულდზე ჩამოწოლილი ზვავის ტერიტორიაზე.
შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები გაემგზავრნენ შემთხვევის ადგილზე.
საძიებო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა უკრაინის მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

















