logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ბრალდებებს სუს-ი კატეგორიულად უარყოფს
წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ბრალდებებს სუს-ი კატეგორიულად უარყოფს
15:01 11.02.2020
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კატეგორიულად უარყოფს წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, გრიგოლ ივანეიშვილის ბრალდებებს, რომელიც ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელდა. აღნიშნული ბრალდებები მოკლებულია ყოველგვარ სამართლებლივ საფუძველს, რასაც საქმეზე გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დამნაშავედ სცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გრიგოლ ივანეიშვილის წინააღმდეგ გამოძიება უცხოელი ბიზნესმენის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. გამოძიებამ დაადგინა, რომ გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა.

მას შემდეგ, რაც უცხოელი ბიზნესმენი მიხვდა, რომ აუქციონის ოფიციალური გადასახადის გარდა, დახმარების სანაცვლოდ, თავისი საკუთარი მიზნებისთვის მოთხოვნილი 250 000 ლარის დამატებით მიცემა, შესაძლოა ყოფილიყო საქართველოს კანონმდებლობით დასჯადი, განცხადებით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი.

ამასთან, გრიგოლ ივანეიშვილის ინიციატივით, ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის გადახდის გარანტად უცხოელმა ბიზნესმენმა მისი კუთვნილი ფირმის 16%-იანი წილი გადაუფორმა ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილ პირს. დანაშაულის შენიღბვის მიზნით, გრიგოლ ივანეიშვილმა უცხოელ ბიზნესმენთან გააფორმა ფიქტიური სესხის ხელშეკრულება და ამ უკანასკნელს 250 000 ლარი თავისი შვილის ანგარიშზე ჩაარიცხინა. აღნიშნული გადარიცხვის შემდეგ, 2019 წლის 25 იანვარს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ გრიგოლ ივანეიშვილის საქმეზე დაკავებულმა კიდევ ერთმა პირმა, ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუამ, რომელსაც ქრთამის აღებაში დახმარება ედებოდა ბრალად, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება სრულად აღიარა"-აცხადებენ სუს-ში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა