2019 წლის 20 ივნისის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილებაში ბრალდებულ მორის მაჩალიკაშვილს
საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ის მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა.
მორის მაჩალიკაშვილმა ბრალი სასამართლო დარბაზში სრულად აღიარა. საპროცესო შეთანხმების მიხედვით, მას ორწლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.
„პარლამენტში შეჭრა არ მინდოდა, არ ვაპირებდი. ბიძაჩემს ვიცავდი“, – განაცხადა მორის მაჩალიკაშვილმა
მორის მაჩალიკაშვილი 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე იყო დაკავებულები.

















