logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ერმაკოვისთვისა სასჯელის მისჯასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
გიორგი ერმაკოვისთვისა სასჯელის მისჯასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
10:04 28.01.2020
"სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვაში, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასა და სამსახურებრივ გულგრილობაში ბრალდებული ქ.ბათუმის მერიის ყოფილი და მოქმედი 6 მაღალჩინოსანი დამნაშავედ იქნენ ცნობილი"-განცხადებას ამის შესახებ გენერალური პროკურატურა ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გამოკვლეული მტკიცებულების საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილი და მოქმედი 6 მაღალჩინოსანი დამნაშავედ ცნო. კერძოდ ბათუმის ყოფილი მერი გ.ე., აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბ.მ., ბათუმის ვიცე-მერი თ.პ., ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი ე.ლ., ბათუმის მერიის ააიპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ უფროსის მოადგილე ვ.ხ. და ბათუმის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსი ბ.ხ. დამნაშავედ ცნო, ხოლო აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ა.ვ. გამართლდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მერიის მიერ, 2015 წლის 9 ოქტომბერს გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი ქ.ბათუმში, ჯავახიშვილის ქ.N78ა-ში საცხოვრებელი ბინების მშენებლობაზე, ღირებულებით 4 279 990 ლარი.

გ.ე.-ს ბრძანებით შექმნილი ბათუმის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის წევრების: ბ.ხ.-ს, თ.პ.-ს, ბ.მ.-ს, ე.ლ.-ს და ვ.ხ.-ს გადაწყვეტილებით, სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად, 2015 წ. 24 ნოემბერს გამარჯვებულად გამოცხადდა უცხოური საწარმოს ფილიალი „კონვენტ ჯორჯია“, რომელმაც სატენდერო კომისიას წარუდგინა ტენდერის შეუსაბამო და გაყალბებული დოკუმენტაცია. ნაცვლად იმისა, რომ შეწყვეტილიყო ხსენებული ხელშეკრულება, ე.ლ.-ს მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, ხოლო ქ.ბათუმის მერის-გ.ე.-ს მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის მიზნით, 2015 წ. 15 დეკემბერს, უსფ „კონვენტ ჯორჯიასა“ და ქ. ბათუმის მერიას შორის, გაფორმდა 4 279 990 ლარის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება.

ქ. ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის ე.ლ.-ს მოხსენებითი ბარათების საფუძველზე, გ.ე.-ს გადაწყვეტილებით და ა.ვ.- ს ვიზირებით, ქ. ბათუმის მერიამ, „კონვენტ ჯორჯიას“ ჩაურიცხა 1 591 685 ლარი. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან, „კონვენტ ჯორჯიამ“ მხოლოდ 251 109,43 ლარის სამუშაო შეასრულა, ხოლო როდესაც დადგა ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიების ამოქმედების საკითხი, გაირკვა, რომ გარანტორი „POINT BANK LTD“ არ წარმოადგენდა საბანკო დაწესებულებას და აქტიურ კომპანიას და ვერ უზრუნველყოფდა საგარანტიო თანხების ანაზღაურებას. შესაბამისად, სატენდერო კომისიის წევრების: ბ.ხ.-ს, თ.პ.-ს, ბ.მ.-ს, ე.ლ.-ს და ვ.ხ.-ს მიერ, სამსახურებრივი გულგრილობის, ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის ე.ლ.-ს მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და ქ. ბათუმის მერის გ.ე.-ს მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გაფლანგული იქნა დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხები, რის შედეგად ქ. ბათუმის მერიას მიადგა 1 370 076 ლარის ზიანი.

სასამართლოს განაჩენით, გ.ე. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს ს.ს.კ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ე.ლ.-ს ბრალდება საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს მიერ 182-ე მუხლი გადაკვალიფიცირდა 332-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის ზომად და სახედ 1 წელი და 6 თვე თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა, ხოლო 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაუკვალიფიცირდა 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 25000 ლარის ოდენობით. საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

თ.პ.-ს, ვ.ხ.-ს, ბ.მ.-ს და ბ.ხ.-ს ქმედებები, საქართველოს ს.ს.კ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ოთხივე მსჯავრდებულს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა 20 000 -20 000 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

ამავე განაჩენით, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ა.ვ. გამართლდა საქართველოს 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ბრალდების მხარე, დასაბუთებული განაჩენის მიღების შემდგომ, იმსჯელებს კვალიფიკაციის შეცვლისა და ა.ვ.-ს გამართლების ნაწილში განაჩენის გასაჩივრების თაობაზე"-ნათქვამია განცხადებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა