logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სპეციალური პენიტენციური სამსახური ერთ-ერთი ტელევიზიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
სპეციალური პენიტენციური სამსახური ერთ-ერთი ტელევიზიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
19:10 15.01.2020
ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებით ეხმაურება.
უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„ერთ-ერთი სატელევიზიო არხის მიერ 2020 წლის 15 იანვარს გავრცელდა ყალბი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს N18 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულ გ. პავლიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ეს ინფორმაცია არის ყალბი და გადაუმოწმებელი. ვინაიდან მოცემული პატიმარი, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, იმყოფებოდა ვიდეოთვალით აღჭურვილ კამერაში, სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს ვიდეოსამეთვალყურეო კამერის მიერ გადაღებულ კადრებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ ბრალდებული ვარდება, დაზიანებას იღებს უნიტაზზე სახის დარტყმის შედეგად და მოსდის ჭარბად სისხლი (ინფორმაციისთვის: ვიდეოთვალით აღჭურვილ კამერაში საპირფარეშოს კუთხე ყოველთვის არის დაფარული და მასზე ვიზუალური კონტროლი არ მიმდინარეობს).
ვიდეო იხილეთ აქ

ზოგადი ინფორმაციისთვის, ბრალდებული გ. პავლიაშვილი (დაბ: 1977 წ.), 2020 წლის 8 იანვარს, დაკავებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა), 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 3 ეპიზოდი (ოჯახში ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ), 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 2 ეპიზოდი (ოჯახში ძალადობა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ბრალდებით. 2020 წლის 10 იანვარს ბრალდებული N8 დაწესებულებაში მოათავსეს.
2020 წლის 13 იანვარს 04:00 სთ-ზე ბრალდებულს გამოეხატა ძლიერი ფსიქომოტორული აგზნება, იყო აგრესიული, ჰქონდა მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები, რაც სავარაუდოდ გამოწვეული იყო ალკოჰოლის მიღების აღკვეთით, პაციენტს გაეწია პირველადი სიმპტომური დახმარება (რელანიუმი, ტიზერცინი კუნთებში) და უსაფრთხოების მიზნით მოთავსდა დეესკალაციის ოთახში.

2020 წლის 13 იანვარს, ბრალდებული N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს დიაგნოზით: ალკოჰოლის ხანგძლივი მოხმარებით (დაკავებამდე) გამოწვეული ქცევითი და ფსიქიური აშლილობა, ფსიქოზური რეგისტრის, უპირატესად ჰალუცინატორული.
ბრალდებული იყო მოუსვენრად, ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა, დადიოდა პალატაში, ბუტბუტებდა თავისთვის. აცხადებდა, რომ ესმის „დაწიოკებული ცოლ-შვილის წივილ-კივილის ხმები“, იქცეოდა არაადეკვატურად. 18 სთ-ზე სედაციის მიზნით ერთჯერადად გაუკეთდა თითო ამპულა ჰალოპერიდოლი (5მგ), რელანიუმი (10მგ) და ტიზერცინი (25მგ)-კუნთში, რის ფონზეც პაციენტი შედარებით დამშვიდდა, თუმცა ღამის საათებში კვლავ აღენიშნა ძლიერი აღგზნება და 2020 წლის 13 იანვარს, 23:32 სთ-ზე მოთავსებულ იქნა დეესკალაციის ოთახში, სადაც 01:29 სთ-ზე (14 იანვარს), დავარდნის შედეგად მიიღო დაზიანება ცხვირის არეში.

2020 წლის 14 იანვარს, 01:30 სთ-ზე გაისინჯა მორიგე ქირურგის მიერ - პაციენტს აღენიშნებოდა სისხლდენა ცხვირიდან, ნახეთქი ჭრილობა ცხვირის არეში. ჩაუტარდა პირველადი ქირურგიული დამუშავება, შეუჩერდა სისხლდენა. დაიგეგმა ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტის კონსულტაცია და ცხვირის ძვლების დგომის შეფასება.
2020 წლის 14 იანვარს, 11:30 სთ-ზე გაეწია ფსიქიატრის კონსულტაცია. ბრალდებული კვლავ აგზნებული და არაადეკვატური იყო, რის გამოც სედაციის მიზნით კუნთში გაუკეთდა 1 ამპულა ჰალოპერიდოლი (5მგ), 1 ამპ. რელანიუმი (10მგ) და 1 ამპ. ტიზერცინი (25მგ).

2020 წლის 14 იანვარს, 12:45 სთ-ზე გამოყვანილ იქნა დეესკალაციის ოთახიდან. მდგომარეობის განმეორებითი შეფასების შემდეგ, შემდგომი მკურნალობის მიზნით გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც გაუკეთდა ცხვირის ძვლების რეკონსტრუქცია. ამჟამად ბრალდებული სამოქალაქო სექტორის კლინიკის პოსტოპერაციულ განყოფილებაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ბრალდებულის მიერ დაზიანების მიღების შესახებ იმავე დღეს ეცნობა შესაბამის საგამოძიებო ორგანოს“, - ნათქვამია სპეციალური პენტენციური სამსახურის განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა