logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანების გამო ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანების გამო ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
12:18 13.01.2020
პროკურატურა 2019 წლის აპროლში მომხდარ ფაქტთან დაკვაშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 2019 წლის აპრილში მომხდარი განძრახ მკველობის ფაქტზე დაკვაბულ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანების ფაქტებზე ბრალდებული ე.მ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის აპრილის დასაწყისში, თბილისში, არასრულწლოვანმა ა.ა.-მ და მისმა მეგობრებმა - მ.ჰ.-მ და ე.ჰ-მ, ძმების - გ.ბ.-ს და ს.ბ.-სგან ერთი დღით ავტომანქანა იქირავეს, რომელიც მეორე დღეს მ.ჰ.-მ ვაშლიჯვარში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დააზიანა.

2019 წლის 18 აპრილს, ა.ა-სთან და მის მეგობრებთან შესახვედრად გ.ბ. და ბ.ა. მივიდნენ, სადაც ასევე იმყოფებოდა ი.გ. აღნიშნულ ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ე.მ.-ც მივიდა, რომელიც საუბარში ჩაერია და შელაპარაკება მოუვიდა ი.გ-სთან. აღნიშნულით განაწყენებულმა ე.მ-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ი.გ.-ს დამიზნებით ესროლა. მიღებული დაზიანების შედეგად ი.გ. გარდაიცვალა.

ასევე გასროლის შედეგად გამჭოლმა ტყვიამ გ.შ.-ს კუთვნილი ავტომანქანის უკანა კარი დააზიანა.

სამართალდამცველებმა ე.მ. თბილისში 2019 წლის 19 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება), 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა