logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეზე პროკურატურა კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეზე პროკურატურა კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
13:51 09.01.2020
თბილისში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოზე“ მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით პროკურატურა კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ 8 იანვარს ექსპერტის მონაწილეობით დამატებით განხორციელდა გარდაცვლილ მურად წურწუმიას გარეგნული დათვალიერება, რის შედეგადაც თვალის დაკარგვის ფაქტი არ დადასტურდა.

პროკურატურის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უმოკლეს პერიოდში ჩატარდა სამოცდაათამდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ასევე პროკურატურამ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო გარდაცვლილის დედა და ასევე დაზარალებულად ცნო მუხრან ჩხვირკია.

„2020 წლის 8 იანვარს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებულის სახით, ქ. თბილისის ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა მოქალაქე ვ.ბ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეექვსე ნაწილით და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახით 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა 5 იანვარს დააკავეს ბრალდებული ზ.ფ., რომელიც პროკურატურის შუამდგომლობით, გადაყენებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის თანამდებობიდან და აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

აქვე განვმარტავთ, რომ 6 იანვარს მურად წურწუმიას გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო გარდაცვლილის დედა და ასევე დაზარალებულად ცნო მუხრან ჩხვირკია.

გამოძიების ფარგლებში, უმოკლეს პერიოდში ჩატარდა სამოცდაათამდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოიკითხნენ მოწმეები, მათ შორის სამედიცინო პერსონალი, დაინიშნა ექსპერტიზები და დამატებით გამოიკითხა დაზარალებული.

აღსანიშნავია, რომ როგორც ექიმების გამოკითხვის ოქმებით, ასევე სამედიცინო დოკუმენტაციით არ დგინდებოდა მურად წურწუმიას თვალის დაკარგვის ფაქტი. მიუხედავად ამისა, ოჯახთან შეთანხმებით, 8 იანვარს, ექსპერტის მონაწილეობით, ხელახლა, დამატებით განხორციელდა გარდაცვლილი მურად წურწუმიას გარეგნული დათვალიერება, რის შედეგადაც ასევე არ დადასტურდა თვალის დაკარგვის ფაქტი.

ამ ეტაპზე გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, მუხრან ჩხვირკია და მურად წურწუმია იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ბრალდებულები ზ. ფ. და ვ. ბ. ხსენებულ პირებს შორის ურთიერთშელაპარაკება წარმოიშვა მუხრან ჩხვირკიას და გარდაცვლილ მურად წურწუმიას მიერ ბრალდებულ ზ.ფ.-ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ნიადაგზე. ავტომანქანის შეჯახების შემდეგ კონფლიქტი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში და გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში. ბრალდებულებმა ზ. ფ.-მ და ვ.ბ.-მ, ჯგუფურად, მურად წურწუმიას მიაყენეს სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რის გამოც ეს უკანასკნელი, 4 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო მუხრან ჩხვირკიამ ბრალდებულების მხრიდან ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ვინაიდან გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, კერძოდ კი 6 იანვარს გამოიკვეთა, რომ ზ.ფ. იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ხსენებული საქმე შემდგომი გამოძიების წარმართვის მიზნით ქვემდებარეობით გადაეგზავნა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს და ზ.ფ.-ს იმავე დღეს წარედგინა ბრალი.

საქართველოს პროკურატურაში გრძელდება გამოძიება. მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, პროკურატურა საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას ახლად მოპოვებული მტკიცებულებების, ექსპერტიზების დასკვნების და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების თაობაზე“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა