logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ირაკლი სესიაშვილი სოფელ ლაფანყურში განვითარებულ მოვლენებს ბუნდოვანს უწოდებს
ირაკლი სესიაშვილი სოფელ ლაფანყურში განვითარებულ მოვლენებს ბუნდოვანს უწოდებს
13:51 29.08.2012
ექსპერტი სამხედრო საკითხებში, კოალიცია „ქართული ოცნების“ თელავის შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში განვითარებულ მოვლენებს ბუნდოვანს უწოდებს.

როგორც ირაკლი სესიაშვილმა „ნიუსპრესთან“ საუბრისას აღნიშნა, სხვადასხვა ოფიციალური თუ არაოფიციალური ინფორმაციები ფაქტებს არ ემთხვევა.

მისი თქმით, ამის გამო, სხვადასხვა ტიპის ეჭვი ჩნდება.

„ეჭვების გამოთქმისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ, მაგრამ ოფიციალური წყაროებისგან საინტერესოა ვიცოდეთ, ვინ მძევლებზეა საუბარი. გავრცელებული ინფორმაციით, მძევალთა სამი ჯგუფი იყო აყვანილი, ე.ი დივერსანტთა მინიმუმ სამი ჯგუფი მოქმედებდა“ - განაცხადა სესიაშვილმა.

მისი თქმით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დივერსანტთა მხოლოდ ერთი წევრია ლიკვიდირებული, დანარჩენი ჯგუფები სადაა ამის შესახებ შსს ინფორმაციას არ ავრცელებს.

„თუ ჯგუფები ჯერ კიდევ ადგილზე არიან და მოქმედებენ, მაშინ სპეცოპერაცია ფაქტობრივად, როგორ არის დასრულებული? რაც შეეხება დაკარგულ ახალგაზრდებს, მათთან დაკავშირებითაც ბევრი გაურკვევლობაა, რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებ“ - აღნიშნა სესიაშვილმა.

მისივე შეფასებით, სიტუაცია იმდენად ბუნდოვანია, რომ რაიმე ღირებული ანალიზის გაკეთება რთულია.

სესიაშვილის თქმით, როცა ინფორმაცია ფაქტებს არ ემთხვევა და ხელისუფლება ინფორმაციას მალავს, ცხადია საზოგადოებას ეჭვები უჩნდება.

„სიტუაციის რეალურობაში გასარკვევად, ვცდილობთ ვითარება ჩვენი წყაროებიდან გავარკვიოთ“ - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა და დასძინა, რომ ის უახლოეს საათებში ადგილზე ჩავა და არსებულ ვითარებას გაეცნობა.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, შსს სოფელ ლაფანყურში მძევალთა რამდენიმე ჯგუფის გათავისუფლების სპეცოპერაციას ახორციელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მძევალთა ბოლო ჯგუფის გათავისუფლების დროს, ორმხრივი სროლის შედეგად დივერსანტთა შეიარაღებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იქნა ლიკვიდირებული.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე სავარაუდოდ, დაღესტნიდან დივერსანტთა ჯგუფი გადმოვიდა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 5 პირის გარდა, მძევლად კიდევ ორი ჯგუფი აიყვანა. მათ გასათავისუფლებლად ინტენსიური სროლა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა