logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
HRC და EMC იუსტიციის მინისტრისგან საჯარო ინფორმაციას სასამართლოს ძალით მიიღებენ
HRC და EMC იუსტიციის მინისტრისგან საჯარო ინფორმაციას სასამართლოს ძალით მიიღებენ
18:27 23.12.2019
ორმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ - ადამიანის უფლებათა ცენტრმა (HRC) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) იუსტიციის სამინისტროსგან საჯარო ინფორმაცია სასამართლოს ძალით მოითხოვა. ორგანიზაციებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სარჩელით მას შემდეგ მიმართეა, რაც, მათივე თქმით, სამინისტრომ რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირებული ეთნიკურად ჩეჩენი პატიმრის, რამზან ახიადოვის თაობაზე გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია არ მიაწოდა.

„2019 წლის 8 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, მოეწოდებინა საჯარო ინფორმაცია, განახორციელა თუ არა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მინისტრის მიერ დაპირებული მონიტორინგი, თუ რამდენად სრულდება რუსეთის ფედერაციის მიერ გაცემული სამართლებრივი გარანტიები რამზან ახიადოვის მიმართ. მას შემდეგ, რაც სამინისტრომ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია არ გასცა 10 დღის ვადაში, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი, 2019 წლის 22 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა კიდევ ერთხელ მიმართა იუსტიციის მინისტრს, საჯარო ინფორმაციის გაცემის თხოვნით. კერძოდ, ორგანიზაცია ითხოვდა პასუხს მნიშვნელოვან კითხვებზე: საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციიდან გამოითხოვა თუ არა ინფორმაცია, რა პირობებში იმყოფება დღეისათვის რამზან ახიადოვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის საპატიმროში და რამდენად სრულდება რუსეთის ფედერაციის მიერ გაცემული სამართლებრივი გარანტიები. მინისტრმა (სამინისტრომ) ამჯერადაც დაარღვია საჯარო ინფორმაციის მოწოდების ათდღიანი ვადა.

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა 2019 წლის 2 ოქტომბერს, წერილობით მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, რათა მოეწოდებინა საჯარო ინფორმაცია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის ცნობილია თუ არა რამზან ახიადოვის ადგილსამყოფელი, მიღებულია თუ არა რუსეთის ფედერაციისგან შესაბამისი მტკიცებულებები (რა სახის მტკიცებულება), რომ ექსტრადირების შემდგომ რამზან ახიადოვი არ დაექვემდებარა წამებას ან არასათანადო მოპყრობას. ორგანიზაციას სამინისტროდან პასუხი დღემდე არ მიუღია.

ზოგადი ადმინსიტრაციული კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის - ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 დღისა. კანონის ამ მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და მინისტრს არცერთ გაგზავნილ წერილზე პასუხი არ გაუცია, რითაც დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლები.

ადამიანის უფლებათა ცენტრი და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი მოუწოდებენ საქართველოს იუსტიციის მინისტრს, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, დროულად გასცეს საჯარო ინფორმაცია 2019 წლის 19 სექტემბერს რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირებული პატიმრის, რამზან ახიადოვის საპატიმრო პირობებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, იუსტიციის მინისტრმა წარმოადგინოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის წარმოდგენილი ე.წ. გარანტიების შესრულების მონიტორინგის დამადასტურებელი დოკუმენტაცია“-აცხადებენ ორგანიზაციები.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა