ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის
დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში, გატარებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო სიგარეტის (ჯამში,46,600 ღერი) გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

















