საქართველო-დაღესტნის საზღვარზე შეიარაღებული ჯგუფის აღმოჩენასთან დაკავშირებით კახეთის სამხარეო პოლიციის შენობაში საგანგებო სხდომა გამართა.
სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრები ესწრებოდნენ.
თათბირზე უწყებებმა შეიარაღებული ჯგუფის დევნის ოპერაციის შესახებ ინფორმაცია შეაჯერეს.
საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოჩენილი შეიარაღებული ჯგუფის შესახებ ინფორმაცია დღეს შსს-მ გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაცია ამ დროისთვის მიმდინარეობს.
„შსს-ს ქვედანაყოფებს ბლოკირებული აქვთ ხეობა. საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ზომები მიღებულია. დამატებითი დეტალების შესახებ საზოგადოება მოგვიანებით იქნება ინფორმირებული“-აცხადებენ სამინისტროში.

















