logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნინო ცაციაშვილი: როგორც პირველ, ასევე მეორე დღეს კომუნიკაცია არასრულწლოვანთან მხოლოდ მშობლის თანდასწრებით ხორციელდებოდა
ნინო ცაციაშვილი: როგორც პირველ, ასევე მეორე დღეს კომუნიკაცია არასრულწლოვანთან მხოლოდ მშობლის თანდასწრებით ხორციელდებოდა
20:03 15.12.2019
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა "მწვანე სკოლაში" მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამართული ბრიფინგის შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხა.

ნინო ცაციაშვილმა პოლიციის განყოფილებაში მოზარდის გამოკითხვასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და განაცხადა: - „გიდასტურებთ იმ ინფორმაციას, რომ დაახლოებით 3-4 წუთი დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს 1-ლი განყოფილების უფროსის მოადგილე გაესაუბრა არასრულწლოვანს.

აღნიშნულ ფაქტს ადგილი ჰქონდა გამოკითხვის დაწყებამდე და რეალურად, აღნიშნული ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ არასრულწლოვანს მოუვიდა უთანხმოება დედასთან, იყო გარკვეული დაძაბულობა და ამ სიტუაციის განტვირთვის მიზნით მოხდა მასთან მხოლოდ 3-4 წუთი კომუნიკაცია. ამასთან მინდა აღვნიშნო, რომ სხვა რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედება არასრულწლოვანთან მხოლოდ გამომძიებლის მონაწილეობით არ ჩატარებულა და როგორც უკვე მოგახსენეთ, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, თუნდაც პირველადი დაბარება მოხდა მხოლოდ მშობლის საშუალებით.“ განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხაზგასმით აღნიშნა რომ, გამოკითხვისას მოზარდი როგორც პირველ ასევე მეორე დღეს მშობელთან ერთად იმყოფებოდა: - „როგორც პირველ დღეს, ასევე მეორე დღეს კომუნიკაცია არასრულწლოვანთან ხორციელდებოდა მხოლოდ მშობლის თანდასწრებით და გამოკითხვის პროცესში სრულად მონაწილეობდა პირველ დღეს არასრულწლოვნის დედა. რაც შეეხება არასრულწლოვნის ძმას, მას არანაირი შეხება არ აქვს სისხლის სამართლის საქმესთან, შესაბამისად, მასთან რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული არ ყოფილა" - განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა