logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
	შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლონეთმა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს განვითარებისთვის სასწავლო აღჭურვილობა გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლონეთმა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს განვითარებისთვის სასწავლო აღჭურვილობა გადასცა
10:25 13.12.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას, სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით სწავლების განვითარების მიზნით, პოლონეთისგან სასწავლო აღჭურვილობა გადაეცა. პოლონეთის ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს - ვლადიმერ ბორცვაძეს აღჭურვილობის ჩუქების სერტიფიკატი საზეიმო ვითარებაში გადასცა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ პოლონურ მხარეს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პოლონელ პარტნიორებს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში შეტანილი წვლილისთვის. თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ახალი სასწავლო პროგრამების განხორციელებას და დაეხმარება ჩვენს მეხანძრე-მაშველებს კვალიფიკაციის ამაღლებაში“ - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე გაიმართა.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს კონსული, პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე, ვარშავის მთავარი სახანძრო სკოლის ინსტრუქტორები და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას სასწავლო აღჭურვილობა პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ვარშავის მთავარი სახანძრო სკოლის დახმარებით განხორციელებული პროექტის - „შსს-ს აკადემიის სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში მომზადების სამმართველოს შესაძლებლობების განვითარება“ - ფარგლებში გადაეცა.

პროექტი მოიცავს პრაქტიკული სწავლებისთვის განკუთვნილ მრავალფუნქციურ სახანძრო-სამაშველო სიმულატორს, 17 ინსტრუქტორისთვის განკუთვნილ სრულ სახანძრო ეკიპირებასა და შესაბამის სასწავლო აღჭურვილობას.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, ახალგადმოცემული აღჭურვილობის გამოყენებით, საჩვენებელი სასწავლო სესია გაიმართა.

უახლოეს მომავალში ვარშავის მთავარი სახანძრო სკოლის ინსტრუქტორები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში მომზადების სამმართველოს ინსტრუქტორებს გადაცემული სასწავლო აღჭურვილობის გამოყენებისა და შესაბამისი სასწავლო მოდულის შექმნის შესახებ სპეციალურ ტრენინგს ჩაუტარებენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა