logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სასამართლომ ლისის ტბის წყალსარგებლობის ლიცენზია 2024 წლამდე რამაზ ახვლედიანის ექსკლუზიურ უფლებად აღიარა
სასამართლომ ლისის ტბის წყალსარგებლობის ლიცენზია 2024 წლამდე რამაზ ახვლედიანის ექსკლუზიურ უფლებად აღიარა
13:55 11.12.2019
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტული, ისტორიული და ჭეშმარიტად სამართლიანობის აღდგენის აქტია. საერთო სასამართლოების სისტემაში, წინამდებარე დავა პირველი შემთხვევაა და სასამართლოს განმარტებები მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას. კანონმა ლიცენზიის სახეობა გააუქმა, სახელმწიფომ კანონის მოთხოვნამდე წარმოშობილი სამართალ-ურთიერთობა არ ცნო, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კი, დღეს უპირობოდ იქნა დადგენილი, რომ ბიზნესმენ რამაზ ახლედიანის კომპანია „თბილისის ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი - ლისის ტბა“ ერთადერთია, რომელიც 2024 წლამდე ლისის ტბის სპეციალური წყალსარგებლობის ლიცენზიის ექსკლუზიური მფლობელი იქნება. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, რამაზ ახვლედიანის ადვოკატმა, არჩილ კაიკაციშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცახდა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ რამაზ ახვლედიანის „ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ლისის ტბამ“ 2000 წლის 27 სექტემბერს, 25 წლის ვადით, 2024 წლამდე, მიიღო საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით სპეციალური წყალსარგებლობის ლიცენზია. 2014 წლიდან, სახელმწიფომ შპს „ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის ლისის ტბასთან“ მრავალწლიანი თანამშრომლობის პირობებში და მიუხედავად, საკამათო გახადა საკითხი, კანონმდებლობის თანახმად, იყო თუ არა მოქმედი აღნიშნული ლიცენზია და ინარჩუნებდა თუ არა იურიდიულ ძალას. სამინისტროსა და კომპანიას შორის საკითხის გარკვევის მიზნით წერილობითმა გამოხმაურებამ ლიცენზიანტი კომპანიის მიმართ ორი ფორმალური პასუხი გახადა ცნობილი. პირველი - აღნიშნული საკითხის შესახებ სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებს ინფორმაცია არ გააჩნიათ, მეორე - იმ შემთხვევაში, თუ საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით სპეციალური წყალსარგებლობის ლიცენზია, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იქნებოდა, მაშინ იგი შეინარჩუნებდა იურიდიულ ძალას შესაბამისი ვადის განმავლობაში.

მოცემულ შემთხვევაში, რამაზ ახვლედიანმა სასამართლო გზით დაამტკიცა, რომ კომპანიის მიმართ 2024 წლამდე სახელმწიფოსთან გაცემული ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები, სამართალ-ურთიერთობა მოქმედია და არც ერთ კანონს, არც ერთ ადმინისტრაციულ ორგანოს, იგი არ გაუუქმებია. ლიცენზია თავისი არსით წარმოადგენს უფლებააღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც კომპანიას ანიჭებს უფლებას და სარგებელს. მისი გაუქმება უნდა მოხდეს ან ადმინისტარციული აქტით ან მის გაუქმებაზე პირდაპირ უნდა არსებობდეს მითითება კანონში. ზოგადი ადმინისტარციული კოდექსით, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ. სასამართლომ სწორედ აღნიშნული დასაბუთება და მიდგომები გაიზიარა. ამასთან, გაიზიარა სადავო საკითხის გადაჭრისთვის „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაციები, რომელიც განმარტავს წყალმოსარგებლის სტატუსს და ვალდებულებებს, რასაც რამაზ ახვლედიანის კომპანიის მიმართ გაცემული ლიცენზიის შინაარსი იმეორებს და მოქმედია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან წყლის რესურსების მართვის სფეროში უფლებააღმჭურველი აქტების გაცემის უფლებამოსილება შეჩერებულია „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონის მიღებამდე და ამ ეტაპზე, წყალსარგებლობის ლიცენზიის გაცემაზე უფლებამოსილების არარსებობა კეთილსინდისიერი მმართველობის პრინციპიდან გამომდინარე, არ შეიძლება გახდეს კანონით დადგენილი წესითა და კონკრეტული ვადით სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმის საფუძველი.

რამაზ ახვლედიანის განცხადებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანობის განცდას უტოვებს. „ცხადია, ამ შემთხვევაში, სასამართლო დადგა მოწოდების სიმაღლეზე და არ გაითვალისწინა ლიცენზიის იურიდიულად მოქმედების საკითხზე სხვადასხვა ჯგუფის საწინააღმდეგო პოზიცია, მათ შორის წართმეული ლისის ტბის საქმეში ჩემი ბიზნესპარტნიორ მამუკა ხაზარაძის ინტერესები. მას სურდა აღნიშნული ლიცენზია მისი კომპანიებისთვის დამეთმო, რაზედაც უარი მიიღო. შემდეგ, სახელმწიფო უწყებებმა დაიჭირეს სრულიად მოულოდნელი პოზიცია, თითქოსდა ლიცენზიის მფლობელი ჩემი კომპანია არ იყო. 2016 წელს, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დააპირა ლისის ტბის წყალსატევის დაბალანსებული და მაღალპროდუქტიული იქთიოცენოზის ფორმირების მიზნით, არანაკლებ 10 წლის ვადით, თევზჭერის ლიცენზიის გაცემას. მაშინ ჩვენი აქტიური ჩართულობით პროცესი შეჩერდა, ვინაიდან აშკარა და ღია გახდა, თუ რა საფუძვლებით შეიძლება მდგარიყო ჩემი ბიზნესპარტნიორი პროცესის უკან. თევზჭერის ლიცენზიის გაცემა პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩემი კომპანიის საკუთრებაში არსებული ლიცენზიის ვალდებულებებთან და საქმიანობის პრინციპებთან. იმედი მაქვს, საქართველოს გენერალური პროკურატურა დააჩქარებს ლისის ტბის წართმევის ძირითად საქმეზე ჩემი დაზარალებულად ცნობის ფაქტს. ასეთ შემთმთხვევაში, არ გამოვრიცხავ, დარღვეული უფლებების აღგენისთვის, ისევ ეროვნულ დონეზე გავაგრძელო დავა და არა - სტრასბურგში“ - განაცახადა რამაზ ახვლედიანმა.

ცნობისთვის: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განჩინებით (რომელიც მხარისთვის ცნობილი 10 დეკემბერს გახდა), უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმეზე მიღებული 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება და არ დაკმაყოფილდა (დაუშვებლად იქნა ცნობილი) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები. სახელმწიფო უწყებებს საქმეზე პირველ ინსტანციაში დავა მოგებული ჰქონდათ, თუმცა დღესდღეობით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმებულია. საკასაციო სასამართლოში საქმე განიხილეს მოსამართლეებმა: ვასილ როინიშვილმა (თავმჯდომარე, მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძემ და პაატა ქათამაძემ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში: გიორგი გოგიაშვილმა (თავმჯდომარე), შოთა გეწაძემ და ოლონა თოდუამ, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ნინო ბუაჩიძემ. როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, 2019 წლის 25 ოქტომბერს, საქმიდან თვითაცილების გადაწყვეტილება მიიღო საკასაციო სასამართლოს მოსამართლე მაია ვაჩაძემ. იმ პირობებში, როდესაც რამაზ ახვლედიანი მოსამართლეს უცხადებდა სრულ უნდობლობას და ლისის ტბის წართმევის ძირითად საქმეზე მიღებული საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამო ეჭვი შეჰქონდა მის მიუკერძოებლობაში, გაჩნდა ეჭვები ბიზნესპარტნიორ მამუკა ხაზარაძის ინტერესების დაცვაზე. ასეთ ვითარებაში, მოსამართლეს აღარ შესწევდა ძალა მიეღო კანონიერი გადაწყვეტილება და მიზანშეწონილად თვლიდა საქმის განხილვიდან წასვლის გადაწყვეტილებას. საქმე „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სტრატეგიული სამართალწარმოების ფარგლებში განახორციელეს. რამაზ ახლედიანის კომპანია „თბილისის ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი - ლისის ტბის“ ინტერესებს არჩილ კაიკაციშვილი იცავდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა