logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია მონაცემთა დაცვის ევროპული სამართლის სახელმძღვანელოსა და ელექტრონული სწავლების კურსის პრეზენტაციას დაესწრო
სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია მონაცემთა დაცვის ევროპული სამართლის სახელმძღვანელოსა და ელექტრონული სწავლების კურსის პრეზენტაციას დაესწრო
14:04 06.12.2019
ევროპის საბჭომ საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან თანამშრომლობით, მონაცემთა დაცვის ევროპული სამართლის სახელმძღვანელო და მონაცემთა დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ HELP-ის ელექტრონული სწავლების კურსი საზოგადოებას წარუდგინა.

ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ: „დღეს იწყება ძალიან მნიშვნელოვანი სასწავლო კურსი. ეს სასწავლო კურსი ჩატარდება, როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისათვის, ასევე, ყველა იმ პირისთვის, რომლებიც სხვადასხვა უწყებაში პერსონალური მონაცემების დაცვას აკონტროლებენ. აღნიშნული კურსი, ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენი მუშაობა კიდევ უფრო დაუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს და ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა ევროპული სტანდარტების შესაბამისი იყოს“.

მოწვეულ სტუმრებს კურსის მნიშვნელობაზე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ესაუბრნენ.

ღონისძიებას ესწრებოდა როგორც კერძო და საჯარო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების 100-მდე პრაქტიკოსი იურისტი, ასევე, ევროპის საბჭოსა და საფრანგეთის მონაცემთა დაცვის ორგანოს წარმომადგენლები.

მონაცემთა დაცვის ევროპული სამართლის სახელმძღვანელო და HELP-ის ონლაინ კურსი აღწერს მონაცემთა დაცვის სფეროში ევროპულ სტანდარტებსა და სასამართლო პრაქტიკას. ამ ინსტრუმენტების ქართულ ენაზე თარგმნით და გამოქვეყნებით, რომელშიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აქტიურად იყო ჩართული, ევროპის საბჭო და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ქართველ პრაქტიკოს იურისტთა ცნობიერების ამაღლებას და ამ მიმართულებით საქმიანობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია მონაცემთა დაცვის სფეროში არსებული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებისა და საქართველოზე მათი გავლენის შესახებ.
ღონისძიება გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის ,,მონაცემთა დაცვის გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან თანამშრომლობით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა