„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზაალ უდუმაშვილს მცხეთაში გამართულ აქციაზე
ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სახის არეში ცოცხი მოარტყეს.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც უდუმაშვილი პირდაპირ ეთერში ერთ-ერთ ტელეკომპანიას ინტერვიუს აძლევდა.
პირი, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს ცოცხი მოარტყა, პოლიციამ ოპერატიულად დააკავა.

















