ცაგერის მუნიციპალიტეტში ორმა სამართალდამცველმა ერთმანეთს ესროლა და სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ასევე დაჭრილია ერთი პირი. არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ
შელაპარაკება უძღოდა.
შემთხვევა სოფელ ლაჯანის საზოგადოებრივ ცენტრში მოხდა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მოკლული "ქართული ოცნების" დეპუტატის, კარლო კოპალიანის სიძეა.
მესამე დაჭრილი ამ დრომდე ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობს. ექიმის, თემურ აფხაძემის თქმით, მამაკაცს ბარძაყის ზედა ნაწილში აქვს ჭრილობა მიყენებული. მისივე თქმით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"შემოიყვანეს 65 წლამდე მამაკაცი, მარცხენა ბარძაყის ზედა ნაწილში ჭრილობით, მას უტარდება კვლევები და მკურნალობა. მისი მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტი კონტაქტურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება"-განაცხადა თემურ აფხაძემ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

















