logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვა-გასაღებაში ბრალდებულებს 9 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვა-გასაღებაში ბრალდებულებს 9 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
16:20 22.11.2019
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ბრალდებულები ბ.კ. და ა.ლ. დამნაშავედ ცნო. ამავე განაჩენით ბ.კ. ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების 5 ეპიზოდში, ხოლო ა.ლ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბ.კ.-მ 2019 წლის 30 იანვრიდან 23 თებერვლის ჩათვლით, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც უკანონოდ შეიძინა და ინახავდა, სხვადასხვა ოდენობით: 0,156 გრ., 0,1698გრ., 0,115 გრ, 0,1323 გრ და 0,103 გრ. მოქალაქეზე 250-250 ლარად გაასაღა.

ასევე დადასტურდა, რომ ბ.კ.-მ წინასწარი შეთანხმებით ა.ლ.-სთან ერთად, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,1 გრ. და 0,14 გრ. „ჰეროინი“, რომელიც 2019 წლის 3 და 4 თებერვალს 250-250 ლარად გაასაღა.


უკანონოდ გასაღებული ნარკოტიკული საშუალებები ამოღებული იქნა სამართალდამცველების მიერ.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ა.ლ.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,0099 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც ამოღებული იქნა მისი საცხოვრებელი ბინიდან.

სამართალდამცველებმა ბ. კ. და ა.ლ. 2019 წლის 1 მარტს ქ.თბილისში დააკავეს.

ბ.კ-ს ბრალდება 5 ეპიზოდზე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1 და მე-4 ნაწილებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება), ხოლო ორ ეპიზოდზე 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ) წარედგინა. ა.ლ.-ს 260-ე მუხლის 1 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) და ორ ეპიზოდზე 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“და მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა. ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბ.კ. და ა.ლ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ბ.კ.-ს 9 წლით, ხოლო ა.ლ-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა