ხულოში ხანძრის შედეგად 7 სახლი დაიწვა
11:15 22.11.2019
ხულოში, სოფელ მეხალაშვილებში, ხანძრის შედეგად 7 სახლი დაიწვა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი გაუმართავმა ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო ხულოს სახანძრო- სამაშველო ჯგუფები.