logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხანძრები ლიკვიდირებულია
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხანძრები ლიკვიდირებულია
20:08 20.11.2019
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების - ხევრალისა და ცხუმარის მიმდებარედ გაჩენილი ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნენ.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ერთდროულად, დაახლოებით, სამი-ოთხი დღის განმავლობაში გვქონდა ხანძრის 7კერა. იწვოდა ტყის ქვედა საფარი, ბალახი და ბუჩქნარი. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარში დამთავრდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე რჩებიან გარკვეული მცირე ჯგუფები, რომლებიც ღამის განმავლობაში განახორციელებენ მონიტორინგს. საკმაოდ რთულ ვითარებაში უწევდათ ბიჭებს მუშაობა. მინდა მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო,“ - განაცხადა იოსებ ჭელიძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის კერების ლიკვიდაცია უსწრაფესად შეძლეს.

„მესტიის რაიონში ჩამოსული იყო 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, რომლებმაც მართლაც მიუდგომელ ადგილებში, სადაც უბრალოდ მისვლა და ფეხით დადგომაც ჭირდა, შეუძლებელი შეძლეს და ძალიან ჩქარა - ორი დღის განმავლობაში მოახდინეს ხანძრის კერების ლიკვიდაცია,“ - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ამ დროისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძარი ლიკვიდირებულია. სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართული იყო 50-მდე მეხანძრე-მაშველი.

ასევე, ლიკვიდირებულია ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბრალასთან გაჩენილი ტყის ქვედა საფარის ხანძარი. სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართული იყო 18 მეხანძრე-მაშველი.

რაც შეეხება ხანძრის დანარჩენ კერებს:

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ირის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართული იყო 35-მდე მეხანძრე-მაშველი. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

ასევე, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდაშელების მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართული იყო 40-მდე მეხანძრე-მაშველი. ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბარის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართული იყო 45-მდე მეხანძრე-მაშველი. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, წაჩხურის მთაზე, ტყის ქვედა საფარის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართული იყო 13 მეხანძრე-მაშველი. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა