logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქვეყნის მასშტაბით ტყის ხანძრის 7 კერა ფიქსირდება
ქვეყნის მასშტაბით ტყის ხანძრის 7 კერა ფიქსირდება
17:35 19.11.2019
ამ დროისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტყის ქვედა საფარის ხანძრის 7 კერაა - სვანეთში, სამეგრელოში, რაჭასა და აჭარაში-განცხადებას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს:

მათი ცნობით ხანძრის კერები ფიქსირდება:

- სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევრალის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძრის ქრობით სამუშაოებში დილიდან ჩართულია 120-მდე მეხანძრე-მაშველი. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

- სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ცხუმარის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძრის ქრობით სამუშაოებში დილიდან ჩართულია 20-მდე მეხანძრე-მაშველი. მიმდინარეობს, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

- რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელი ირის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარზე გავრცელებული ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართულია 30-მდე მეხანძრე-მაშველი და სახანძრო ავტოტექნიკა.

- რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელი ხიდაშელების მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძრის ქრობით სამუშაოებში დილიდან ჩართულია 60-მდე მეხანძრე-მაშველი, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

- რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელი აბარის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძრის ქრობით სამუშაოებში დილიდან ჩართულია 60-მდე მეხანძრე-მაშველი, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

- აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ რიყეთში ცეცხლი უკიდია ტყის ქვედა საფარს, მიმდინარეობს კერების სალიკვიდაციო სამუშაოები, ადგილზე მუშაობს 45 მეხანძრე-მაშველი.

- სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელი სალხინოს მიმდებარედ, ფერდობზე იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ტერიტორია არის სახანძრო ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზე. დაკვამლიანების კერების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 50-მდე მეხანძრე-მაშველი.

ხანძრის კერებთან, ადგილებზე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ხელმძღვანელები, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე, სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მწყემსებს, მონადირეებს, ტყეში გირჩის შესაგროვებლად შესულ ადგილობრივ მოსახლეობას, ლაშქრობის მოყვარულებს მაქსიმალური ყურადღებისკენ მოგიწოდებთ. თქვენმა შესაძლო დაუდევრობამ შესაძლებელია, ბუნებას დიდი ზიანი მიაყენოს.

„ცხელი ზაფხულის შემდეგ, საქართველოში შემოდგომაც მშრალი ამინდებით გამოირჩევა. შედეგად, ტყის ქვედა საფარი გამომშრალია, რაც ცეცხლის სწრაფად გავრცელებას იწვევს. ამიტომ, მოგიწოდებთ, იყოთ მაქსიმალურად ფრთხილად და ყურადღებით.

მხოლოდ ნოემბერში, საქართველოს მასშტაბით, ტყის ქვედა საფარის ხანძრის 44 ფაქტი დაფიქსირდა. კახეთში 3, შიდა ქართლში 3, ქვემო ქართლში 9, სამცხე-ჯავახეთში 4, იმერეთში 9, სამეგრელო-ზემო სვანეთში 6, რაჭაში 3, აჭარაში 3, გურიაში 1. ჯამში მათ სალიკვიდაციო სამუშაოებზე 1500-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

მსგავს შემთხვევებში, სალიკვიდაციო სამუშაოებს რთული რელიეფი აძნელებს. კერებამდე ვერ ხერხდება სახანძრო ტექნიკის მისვლა. ამიტომ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ მაქსიმალური სიფრთხილისკენ“-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა