სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში
ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი და ადმინისტრაციის უფროსი ნანა ბერიძე.
სუს-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ურთიერთთანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულიბას ევროკავშირის ფარგლებში არსებულ თანამშრომლობის შესაბამის ფორმატებში და სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს.

















