სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში
სომხეთის რესპუბლიკის ელჩთან, რუბენ სადოიანთან შეხვედრა გამართა.სუს- ის პრესსამსახურის ინფორმაცით, მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს.
საუბარი საქართველოსა და სომხეთს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხება და სამომავლო გეგმებს შეეხო.
გრიგოლ ლილუაშვილმა და რუბენ სადიოანმა ორი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები მიმოიხილეს და საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს.

















