logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს
სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს
12:55 11.11.2019
საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, მოქალაქის საჯარო თანამდებობის დაკავების (კონსტიტუციის 25-1), სამართლიან სასამართლოზე წვდომის უფლებებს (კონსტიტუციის 31-1 პირველი წინადადება) და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს უზრუნველმყოფელ პრინციპს (კონსტიტუციის 31-1).

„საკონსტიტუციო სარჩელი ეფუძნება ვენეციის კომისიისა და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის (ეუთო/ოდირი) დასკვნებს, ასევე, მოსამართლეთა შერჩევის პროცესის მონიტორინგის (საქართველოს სახალხო დამცველი, ეუთო/ოდირი) შედეგად გამოვლენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქართველოს პარლამენტმა გაიზიარა სახალხო დამცველის, ეუთო/ოდირისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მოსაზრებების ნაწილი, მაგრამ გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებულად უნდა გამოვყოთ კანდიდატების შერჩევის საკითხზე გადაწყვეტილებების ფარულად და დასაბუთების გარეშე მიღება და, ასევე, მათი გასაჩივრების შესაძლებლობის არარსებობა.

საქართველოს სახალხო დამცველი სპეციალურ ანგარიშში, რომელიც იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევის პროცესის დაკვირვების შედეგად მომზადდა, ყურადღებას ამახვილებს ფარულ კენჭისყრასთან დაკავშირებულ შემდეგ ხარვეზებზე:

• უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გარკვეული წევრები წინასწარ შეთანხმებულ კანდიდატთა მხარდაჭერის მიზნით, მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებითა და კოორდინაციით. აღნიშნულმა დაადასტურა, რომ კანონით გათვალისწინებული კენჭისყრებისა და შეფასების ფარულობა ვერ უზრუნველყოფდა საბჭოს წევრების მიერ მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების სისტემისა და კრიტერიუმების საფუძველზე შერჩევას და საბჭოს წევრების ზეგავლენისაგან დაცვას. ამ პირობებში, კენჭისყრების ფარულობა პროცესზე საზოგადოებრივ ზედამხედველობას აბრკოლებდა მხოლოდ;

• კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას, მინიჭებული ქულები და შეფასება არ საბუთდება. ამ პირობებში, ბუნებრივია, იზრდება შეფასებით, მათ შორის ქულებით მანიპულირების რისკი.

შერჩევის წესი არ გამორიცხავს თვითნებობის საფრთხეს, რადგან სადავო ნორმით გათვალისწინებული ფარული კენჭისყრა არ ავალდებულებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, კერძოდ კი ის, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა ერთ კანდიდატს და უარი უთხრა მეორეს. გასაჩივრების უფლების არ არსებობით კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ერთმევათ შესაძლებლობა სასამართლო წესით ამტკიცონ მათ შერჩევაზე უარის თქმის არამართლზომიერება. აღნიშნული წესი ვერ უზრუნველყოფს სამართლიან პროცესს და იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გაუმართლებლად უზღუდავს შესაძლებლობას, საკუთარი პროფესიული, თუ სხვა პიროვნული უპირატესობების შესაბამისად იყვნენ შერჩეულნი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აგრძელებს ფარული კენჭისყრით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს. 2019 წლის 31 ოქტომბერს კვლავ ჩატარდა კენჭისყრა და 1 ვაკანტურ თანამდებობაზე 3 კანდიდატი დასახელდა. კანდიდატის შერჩევის დროს ფარულ კენჭისყრაზე კვლავ გამოვლინდა იგივე პრობლემა, რასაც ადგილი ჰქონდა 20 ვაკანსიაზე გამოცხადებული შერჩევის მიმდინარეობისას. კერძოდ, საბჭოს კვლავ არ განუსაზღვრავს პროცედურა, რომელიც მომდევნო ეტაპზე გადასულ 3 კანდიდატს კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით გამოავლენდა. შესაბამისად, შეუძლებელია იმის თქმა, რომ აღნიშნული 3 კანდიდატი დანარჩენ 12-ს კეთილსინდისიერებითა და კომპეტენტურობით ჯობდა.

საკონსტიტუციო სარჩელით სახალხო დამცველი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე ასევე აყენებს შუამდგომლობას საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე სადავო ნორმების შეჩერების თაობაზე. აქვე უნდა განვმარტოთ, რომ, მართალია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეაჩერებს სადავო ნორმების მოქმედებას საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე, აღნიშნული ვერ შეაჩერებს საქართველოს პარლამენტისათვის უკვე წარდგენილი კანდიდატების განხილვისა და მათ განსაწესებლად ჩასატარებელი კენჭისყრის პროცესს, თუმცა, მას ექნება გავლენა მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიებზე, ან უკვე წარდგენილი კანდიდატებისათვის პარლამენტის მიერ უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში, იუსტიციის საბჭოს მიერ, პარლამენტში წარსადგენად კანდიდატების ხელახალი შერჩევის პროცედურაზე“-აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა