logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ზაზა გაბუნია: ქუჩაზე, სკვერში, მოედანსა და მსგავს სივრცეში მშენებლობა კვლავ აკრძალული იქნება
ზაზა გაბუნია: ქუჩაზე, სკვერში, მოედანსა და მსგავს სივრცეში მშენებლობა კვლავ აკრძალული იქნება
14:16 06.11.2019
საქართველოს პარლამენტის წევრების გურამ მაჭარაშვილის, ნინო წილოსანის, პაატა მხეიძის, ზაზა გაბუნიას და მერაბ ქვარაიას მიერ ინიცირებულ იქნა საქართველოს კანონის პროექტები:

„საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს კანონი „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ , საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები მათ შორის ითვალისწინებს კოდექსიდან იმ მუხლის ამოღებას, რომელიც კრძალავდა ქუჩაზე, მოედანსა თუ ხიდზე, ასევე ტროტუარზე, გვირაბში და მიწის ნაკვეთებს შორის გასასვლელში შენობა-ნაგებობის (გარდა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შენობა-ნაგებობისა) მშენებლობას, ხოლო სკვერში ისეთი შენობა-ნაგებობის მშენებლობას, რომელსაც არ აქვს საერთო სარგებლობის საზოგადოებრივი ან სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, რადგან მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაბამისად განსაზღვრული ფუნქციური ზონირება მათ შორის განსაზღვრავს კონკრეტულ ტერიტორიებზე მშენებლობის პირობებს.

აღნიშნული პრინციპი ვრცელდება აღნიშნულ ტერიტორიებზეც. გარდა ამისა გენერალური გეგმები მოიცავენ გამწვანებული ტერიტორიების რუკებსაც, რაც დამატებითი რეგულაციაა გამწვანებული ტერიტორიები დავიცვათ არასათანადო მშენებლობისგან.

ამასთანავე, ამ მუხლს შეიძლებოდა ხელი შეეშალა მაგალითად სკვერებში ჯიხურების, გაზეთის დახლებისა და მსგავსი ტიპის ნაგებობების განთავსებისთვის, ინიციატორებმა ჩავთვალეთ რომ ამ მუხლის ამოღება იქნებოდა მხოლოდ ტექნიკური ხასიათის.

აღსანიშნავია, რომ ამ მუხლის პროექტში არსებობა/არ არსებობა არაფერს ცვლიდა, ვინაიდან კონკრეტულ ზონებში შეზღუდვებს გენგეგმები ისედაც არეგულირებს, ამიტომ კანონპროექტში ეს ჩანაწერი გაუქმდება და მუხლი უცვლელად, მოქმედი რედაქციით შენარჩუნდება კოდექსში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა