logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდებში იმყოფება
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდებში იმყოფება
13:53 05.11.2019
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ვიცეპრემიერის, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის, ხელმძღვანელობით ნიდერლანდებში იმყოფება.

სამუშაო ვიზიტის მიზანი ნიდერლანდების არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროს პოლიტიკის, სერვისების, არასრულწლოვანთა პენიტენციური დაწესებულებებისა და პრაქტიკის შესწავლაა.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი თათია ხოჭოლავა და მე-8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ნოდარ ქინქლაძე. ნიდერლანდების გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში პრობაციისა და პენიტენციურ სფეროებში მიმდინარე რეფორმის წარმატებისათვის. ნიდერლანდებში არასრულწლოვანთა პრობაციისა და პენიტენციური სისტემები ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ინოვაციურია. აქ დანერგილი მიდგომებისა და პრაქტიკის გაცნობა-გაანალიზება საქართველოს დაეხმარება, კიდევ უფრო დახვეწოს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის პოლიტიკა, მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამები.

„ჩვენი განსაკუთრებული ინტერესის საგანია ის რეფორმა, რომელიც ნიდერლანდებშიც კი ამჟამად საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია, მსგავსი რამ საქართველოში დავნერგოთ. საქმე ეხება საოჯახო ტიპის პენიტენციურ დაწესებულებას, სადაც ერთი და იმავე დაბალი რისკის, ერთი და იმავე სასწავლო ინტერესებისა და მისწრაფებების მქონე რამდენიმე არასრულწლოვანი თავსდება და ოჯახურ გარემოში ცხოვრობს გათავისუფლებამდე“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ვიზიტებია დაგეგმილი ამსტერდამის არასრულწლოვანთა საოჯახო ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე, მაღალი რეციდივის არასრულწლოვან მსჯავრდებულთა დეპარტამენტსა და არასრულწლოვანთა საშუალო რისკის დაწესებულებებში. დელეგაციის წევრებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ, თუ რა სერვისებს სთავაზობს სახელმწიფო პატიმარ ბავშვებს და როგორ ზრუნავს მათ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე. ვიზიტი ნიდერლანდებში ევროკავშირის მხარდაჭერის პროექტის თანადგომითა და დაფინანსებით ხორციელდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა