logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
	ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით საზღვრის უსაფრთხოების და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების ღონისძიებები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დადებითად შეაფასა
ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით საზღვრის უსაფრთხოების და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების ღონისძიებები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დადებითად შეაფასა
22:06 01.11.2019
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ტერორიზმის შესახებ ქვეყნების ანგარიში, რომელშიც დადებითაც არის შეფასებული საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით. დოკუმენტი ასახავს ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით მსოფლიოში არსებულ სურათს 2018 წლის მდგომარეობით და მასში, სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოც არის შეფასებული.

დოკუმენტში საუბარია, რომ საქართველო, როგორც „ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის“ დიდი ხნის წევრი, მჭიდროდ თანამშრომლობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. აგრეთვე ხაზგასმულია, ამ მიმართულებით საქართველოს თანამშრომლობა საერთაშორისო, რეგიონულ და ორმხრივ დონეზე, მათ შორის ნატოსთან, ევროპის საბჭოსთან, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან და „სუამ“-თან.

სამართალდაცვითი და საზღვრის უსაფრთხოების მიმართულებით, აღნიშნულია 2018 წელს საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები საკანონმდებლო ბაზისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით სასაზღვრო, საზღვაო და საავიაციო უსაფრთხოების გაძლიერების სფეროში. კერძოდ, დადებითად არის შეფასებული გაეროს უშიშროების საბჭოს 2396 რეზოლუციის შესაბამისად, მგზავრის წინასწარი მონაცემებისა და სახელის ჩანაწერის სისტემების განვითარება, ინტერპოლის მონაცემთა ბაზების ინტეგრირება ეროვნულ სასაზღვრო მონაცემთა ბაზებში, სომხეთისა და თურქეთის ოთხ სახმელეთო სასაზღვრო სექტორზე გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, ასევე, სომხეთთან მოსაზღვრე სამ სახმელეთო სასაზღვრო სექტორზე სათვალთვალო და მონიტორინგის სისტემების დანერგვის ფაქტები. საზღვაო უსაფრთხოების მიმართულებით, აღნიშნულია, რომ 2018 წლის ოქტომბერში აშშ-მ საქართველოს სანაპირო დაცვას „აილენდის“ კლასის ორი სადარაჯო ხომალდი გადასცა, საქართველოს მთავრობამ კი ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის ახალი დებულება დაამტკიცა, რითიც განახლდა ინფორმაციის გაცვლის წესები და პროცედურები. კონტრტერორისტული კანონმდებლობის გაძლიერების მიმართულებით, დადებითად არის შეფასებული სისხლის სამართლის კოდექსში შესული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც გაიზარდა ხელისუფლების წარმომადგენლების უფლებამოსილება უცხო ქვეყნის იურისდიქციას მიკუთვნებულ საქმეებთან მიმართებით და აგრეთვე, გამომძიებლებს და პროკურორებს მიენიჭათ უფლება, დისტანციურად გამოკითხონ მოწმეები და აწარმოონ გამოძიება უცხო ქვეყნის იურისდიქციის ფარგლებში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2018 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ევროპოლთან ურთიერთგაგების მემორანდუმს უსაფრთხო კომუნიკაციის არხის თაობაზე, აგრეთვე, მეკავშირეობის შესახებ შეთანხმებას. 23 ქვეყანასა და ევროკავშირთან უკვე არსებულ შეთანხმებებზე დამატებით, საქართველომ საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმებები ასევე გააფორმა ალბანეთთან, მოლდოვასთან და იტალიასთან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა