შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ფაქტზე საქართველოს მოქალაქეები - მარინა გუგუნავა, ზაზა
მათიაშვილი და ოლღა კაკუტაშვილი გამოავლინეს.
სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მარინა გუგუნავამ ყალბი ოფიციალური დოკუმენტები 2010 წლის იანვარში დაამზადა.
ზაზა მათიაშვილმა და ოლღა კაკუტაშვილმა კი ყალბი დოკუმენტები 2009 წლის დეკემბერში დაამზადეს.
ორივე საქმესთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიება 362-ე მუხლით მიმდინარეობს.

















