logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
გოგა ონიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
გოგა ონიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
12:03 01.11.2019
გიორგი ონიანის საპატიმროდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გიორგი ონიანი (დაბ. 1981 წ.) 07.11.2017 წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს და იმავე დღეს N9 პენიტენციურ დაწესებულებაში იქნა მოთავსებული. ონიანს ბრალად ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 3691 მუხლის მესამე ნაწილით (სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაცია), 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლება-მოსილების გადამეტება, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), და 25-147-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ უკანონო დაკავება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განაჩენით გაფორმდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და მსჯავრდებულ გიორგი ონიანს შორის, რის საფუძველზეც, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენის სასჯელის ნაწილში შევიდა ცვლილება და გიორგი ონიანს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63, 64-ე მუხლების საფუძველზე 2 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობითად, 2 წელი და 6 თვე გამოსაცდელი ვადა, მასვე 2 წლისა 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

გიორგი ონიანს სასჯელის მოხდის ვადა უსრულდება მიმდინარე წლის 3 ნოემბერს. შესაბამისად, ამოწურა რა თავისუფლების აღკვეთის სახით მისჯილი სასჯელი, გიორგი ონიანი პატიმრობის კოდექსის 38-ე მუხლის 1 პუნქტის თანახმად, „გათავისუფლებული მსჯავრდებული ამ კოდექსის შესაბამისად თავისუფლდება სასჯელის მოხდის დამთავრების დღის წინა დღეს. თუ გათავისუფლების დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მსჯავრდებული თავისუფლდება წინა სამუშაო დღეს“, მიმდინარე წლის 1-ელ ნოემბერს გათავისუფლდა საპატიმროდან"-ნათქვამია განცხადებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა