logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
1-ელ ნოემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულება ამოქმედდება
1-ელ ნოემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულება ამოქმედდება
15:10 30.10.2019
მიმდინარე წლის 1-ელი ნოემბრიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მისთვის მინიჭებული საგამოძიებო უფლებამოსილების განხორციელებას დაიწყებს. სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო მიმართულების ამოქმედებასთან დაკავშირებული ოფიციალური ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ გახსნეს.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტარები, სხვა სახელმწიფო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

1-ელი ნოემბრიდან სამართალდამცველებისა და მოხელის მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების ეფექტიან გამოძიებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განახორციელებს. საქართველოს პარლამენტმა 2018 წელს მიიღო „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი. სწორედ ეს კანონი ანიჭებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აღნიშნული ტიპის დანაშაულებების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების უფლებამოსილებას. სახელმწიფოს მიერ ამგვარი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა ეხმიანება საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ექსპერტების რეკომენდაციებს.

ლონდა თოლორაიამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 1-ლი ნოემბრიდან საგამოძიებო ფუნქციის განსახორციელებლად მზადაა: „საგამოძიებო დეპარტამენტი დაკომპლექტებულია კონკურსის საფუძველზე შერჩეული სხვადასხვა გამოცდილების მქონე კადრებით და აღჭურვილია გამოძიების განსახორციელებლად საჭირო ტექნიკითა და ინსტრუმენტებით“. სახელმწიფო ინსპექტორმა ღონისძიების სტუმრებს გადადგმული ნაბიჯებისა და განხორციელებული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ლონდა თოლორაიამ, ასევე აღნიშნა, რომ სამსახურის ეფექტიანი მუშაობა უწყებებს შორის კოორდინირებულ თანამშრომლობაზეა დამოკიდებული.

საქმიანობის პირველ ეტაპზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ოფისები თბილისსა და ქუთაისში ამოქმედდება. საგამოძიებო სამსახურის აღმოსავლეთ და

დასავლეთ სამმართველოებში თავდაპირველად 16 გამომძიებელი იქნება დასაქმებული. სამსახურში იფუნქციონირებს ცხელი ხაზი (ნომერი - 199), რომელიც 24 საათის განმავლობაში ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის იქნება ხელმისაწვდომი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის უფლებამონაცვლეა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სახით 2019 წლის 10 მაისიდან ჩამოყალიბდა. აპარატის გარდაქმნა სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილებით აღჭურვამ განაპირობა. სამსახური პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების მონიტორინგის ფუნქციებს 2013 წლიდან ახორციელებს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა გავრცელდება შემდეგ დანაშაულებზე:


✓ წამება;

✓ წამების მუქარა;

✓ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა;

✓ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ჩადენილი ძალადობით, იარაღის გამოყენებით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით;

✓ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით;

✓ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და გადამეტება ჩადენილი ძალადობით, იარაღის გამოყენებით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით;

✓ მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით პირის იძულება მისცეს განმარტება, ჩვენება ან დასკვნა;

✓ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის იძულება ჩვენების შეცვლის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიზნით, აგრეთვე მსჯავრდებულის იძულება მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის მიზნით;

✓ სხვა დანაშაული, რომელმაც გამოიწვია პირის სიცოცხლის მოსპობა და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში ან პენიტენციურ დაწესებულებაში ან/და ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ.



ღონისძიება ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა