სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ დღეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
საგამოძიებო მიმართულების პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტარები, სხვა სახელმწიფო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.
სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია მოწვეულ სტუმრებს საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედებასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯების, მექანიზმის ამოქმედების მნიშვნელობისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.

















