logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ახალი საზოგადოებრივი პროექტის - „მოხალისეს“ განხორციელებას იწყებს
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ახალი საზოგადოებრივი პროექტის - „მოხალისეს“ განხორციელებას იწყებს
17:58 29.10.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ბორჯომში ახალი პროექტის - "მოხალისეს" პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძემ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა გახსნეს.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები - ხატია წილოსანი და იური ნოზაძე, იაპონიის ელჩი ტადაჰარუ უეჰარა, საერთაშორისო ორგანიზაცია "Mერცყ ჩორპს"- ისა და "წითელი ჯვრის" წარმომადგენლები, ასევე, სხვა მოწვეული სტუმრები.

"მოხალისე" საზოგადოებრივი პროექტია, რომელიც სტიქიებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციის პროცესებში მოხალისეთა ჩართულობას უზრუნველყოფს.

პროექტი "მოხალისე" ხელს შეუწყობს დაინტერესებული პირების ორგანიზებულ ჩართულობას ქვეყნისთვის სასარგებლო საქმიანობაში და მათ უსაფრთხოებას გააკონტროლებს.

მას შემდეგ, რაც პროექტში ჩართვის მსურველები დარეგისტრირდებიან ვებგვერდზე - "www.volunteers.ge", შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გახდებიან მოხალისეთა ეროვნული სიის წევრები და საჭიროებისას, საგანგებო სიტუაციების დროს, სპეციალურად მათთვის განსაზღვრულ საქმიანობაში ჩაერთვებიან.

შერჩეულ მოხალისეებს საკუთარ სოფლებსა და ქალაქებშივე გადაამზადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და წითელი ჯვრის წარმომადგენლები, რის შემდეგაც ისინი სპეციალურ აღჭურვილობასა და ინვენტარს მიიღებენ.

პროექტი "მოხალისეს" საპილოტე ვერსია წელს მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის მხარეში ამოქმედდება, 2020 წლიდან კი მთელ საქართველოს მოიცავს.

ამასთანავე, პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში, კერძოდ, ადიგენის მუნიციპალიტეტში, მოხეს მაღალმთიან თემს გადაეცემა სახანძრო ავტომანქანა, რაც, ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, პირველადი რეაგირების დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

მოხეს თემის უკიდურეს სოფელსა და უახლოეს სახანძრო განყოფილებას შორის მანძილი 90 კილომეტრია. სოფელ მოხეში სახანძრო-სამაშველო მანქანის არსებობით, მიმდებარე ტერიტორიებზე ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, ადგილზე მისვლისთვის გასავლელი მაქსიმალური მანძილი განახევრდება.

აღნიშნული ავტომანქანა გაკონტროლდება GPRS სისტემით, ასევე, უზრუნველყოფილი იქნება წყლით, საწვავითა და საჭირო ინვენტარით. სახანძრო მანქანას მოემსახურება 2 ადგილობრივი მოხალისე, რომლებიც სხვა მოხალისეებისგან განსხვავებით, ხანძრის ქრობის მიმართულებით დამატებით სპეციფიკურ წვრთნას გაივლიან.

დღესვე, იაპონიის საელჩომ და საერთაშორისო ორგანიზაცია "Mercy Corps"-მა, ევროკავშირის დახმარებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ტყის ხანძრის ქრობისთვის განკუთვნილი 2 სახანძრო-სამაშველო მანქანა გადასცეს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა