logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
  ნინო გოგუაძე: იურიდიულმა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა
ნინო გოგუაძე: იურიდიულმა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა
17:53 28.10.2019
დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე კონსტიტუციური კანონის პროექტები განიხილა და დაამტკიცა.

"პროპორციულ სისტემის შემოღებას მრავალი წელი ელოდებოდა საზოგადოება, თუმცა ამ დრომდე, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გადადგა ეს ნაბიჯი. მიზეზიც მარტივი იყო - პროპორციული სისტემა გამორიცხავს ხელისუფლების კონცენტრაციას ერთი პოლიტიკური ძალის ხელში და არც ერთ პოლიტიკურ ძალას ეს ძალაუფლება არ ეთმობოდა.

რას ნიშნავს "ქართული ოცნების" მიერ შემოთავაზებული პროპორციული სისტემა ბუნებრივი (0%) ბარიერით:

პარლამენტში წარმოდგენილი იქნება ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც არჩევნებზე 13 000 ამომრჩევლის მხარდაჭერას მაინც მიიღებს;

არჩევნების შემდგომ, საუკეთესო შედეგის მქონე პარტიასაც მოუწევს სხვა პარტიებთან თანამშრომლობა გადაწყვეტილებების მისაღებად;

საზოგადოების ყველა ჯგუფს ეყოლება მისი ინტერესების გამომხატველი პოლიტიკოსი პარლამენტში. იქნება მეტი განსხვავებული მოსაზრება და შედეგზე ორიენტირებული დიალოგი;

გაჩნდება ფუნდამენტურად ახალი გარემო ჯანსაღი პოლიტიკური პროცესების განვითარებისთვის ქვეყანაში.

კიდევ უკეთ რომ წარმოვიდგინოთ, ამ სისტემით რომ ჩატარებულიყო არჩევნები 2016 წელს, ნაცვლად 3 პოლიტიკური პარტიისა, პარლამენტში 10 პოლიტიკური პარტია იქნებოდა წარმოდგენილი", -განაცხადა იურიდიული კომიტეტის წევრმა, ნინო გოგუაძემ.














FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა