სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს იმ სპეცრაზმელის თვითმკვლელობის ფაქტს,
რომელმაც პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ავრცლებს.
„აღნიშნულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ“, - აცხადებენ სუს-ში.
სპეცოპერაცია, რა დროსაც თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს, პანკისში 2017 წელის დეკემბერში ჩატარდა.

















