პოლიტიკური კოალიცია „ქათული ოცნების“ წევრს ედუარდ პეტროსიანს დღეს თეთრიწყაროს სასამართლომ 90 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.
როგორც სასამართლოს დასრულების შემდეგ დაკავებულის ადვოკატმა ტარიელ შარაბიძემ განაცხადა, სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ხელისუფლებას პეტროსიანის, როგორც წალკაში გავლენიანი ადამიანის, საარჩევნოდ ჩამოშორება სურდა.
მისივე ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ წევრი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გაასამართლა, რომელიც წვრილმან ხულიგნობას ეხება.

















