logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“ საგარეო უწყების გადაწყვეტილებას ანტიკონსტიტუციურს უწოდებს
„ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“ საგარეო უწყების გადაწყვეტილებას ანტიკონსტიტუციურს უწოდებს
13:18 24.08.2012
უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „საქართველოს ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“ დღეს საგარეო საქმეთა  სამინისტროს ბრძანება გააპროტესტა, რომლის თანახმად, უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში ხმის მისაცემად საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა მოეთხოვებათ.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრძანება კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლისა და ევროპული კონვენციის ნორმებს ეწინააღმდეგება.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გრიგოლ გაგნიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საუბარია საგარეო პოლიტიკური უწყების 11 ივლისის ბრძანებაზე, რომლის თანახმად, უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლების განსახორციელებლად საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა მოეთხოვებათ.

გაგნიძის თქმით, ამ ანტიკონსტიტუციური აქტით, საქართველოს დაახლოებით 1 მლნ-მდე მოქალაქე დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მინისტრის ეს ბრძანება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობაში ხელოვნურ ტექნიკურ სახის ბარიერს უქმნის, ვინაიდან არჩევნებამდე დარჩენილი მცირე დროის გამო, ისინი საკონსულო აღრიცხვაზე დადგომას ვერ მოახერხებენ.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება არჩევნებამდე 3 თვით ადრე, განგებ, საქართველოს მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვის მიზნით მიიღო.

„ხელისუფლებამ იცოდა, რომ უცხოეთში სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქეების ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი“ - აღნიშნა გაგნიძემ.

ორგანიზაცია თხოვნით მიმართავს არასამთავრობო სექტორს - აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ერთობლივად შეიმუშაონ საკონსტიტუციო სარჩელი ან რეკომენდაცია, რათა ხელისუფლებამ ეს „დისკრიმინაციული ხარვეზი“ გამოასწოროს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა