logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატები“: ეროვნული ბანკის 8,427,840.00 აშშ დოლარის ნასყიდობის ხელშეკრულების მიზნობრიობა აუდიტის სამსახურმა უნდა გადახედოს
„ახალგაზრდა ადვოკატები“: ეროვნული ბანკის 8,427,840.00 აშშ დოლარის ნასყიდობის ხელშეკრულების მიზნობრიობა აუდიტის სამსახურმა უნდა გადახედოს
16:04 22.10.2019
საქართველოს ეროვნული ბანკს ახალი სათავო ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებით, კანონი არ დაურღვევია, მაგრამ გარიგების სამართლებრივი და ეკონომიკური მიზანშეწონილობა მაღალი საჯარო ინტერესის საკითხია და მისი შემოწმება მხოლოდ ერთადერთ უფლებამოსილ ორგანოს - სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შეუძლია. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების” განცხადებაშია აღნიშნული, რომელმაც საკითხი, მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკიდან გამოთხოვილი მასალების საფუძველზე შეისწავლა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს ეროვნულ ბანკს არ გააჩნდა ვალდებულება მიწის ნაკვეთის შეძენის მიზნით ტენდერი გამოეცხადებია. „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები, დამოუკიდებლად შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება და ფლობდეს და განკარგავდეს მას. ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სხვა ორგანოებს უფლება არა აქვთ, ჩაერიონ მის საქმიანობაში ან განახორციელონ მონიტორინგი, გარდა საქართველოს კონსტიტუციითა და ამ ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სებ-ის უძრავი ქონების სახელმწიფო შესყიდვასთან, ასევე უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით მიღებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატუსის მიმართ არსებული საკანონმდებლო რეჟიმის მიუხედავად, სებ-ის საქმიანობის კონტროლი ექვემდებარება შემოწმებას. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანული კანონის მე-17 მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული უფლებამოსილება, მისი კომპეტენციის ფარგლებში, მათ შორის ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს საჯარო მმართველობის ეფექტიანობას და ანგარიშვალდებულებას, საბიუჯეტო სახსრებისა და სხვა საჯარო რესურსების გამოყენებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრიობის დაცვასა და ეფექტიანობას. დანაშაულის ნიშნების შემცველი აუდიტის მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება სამართალდამცავ ორგანოებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია გამოაქვეყნოს აუდიტის ანგარიში, აგრეთვე სხვა ინფორმაცია მის საქმიანობასთან დაკავშირებით.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, სებ-ის სათავო ოფისის მშენებლობის გადაწყვეტილება მიღებულია სებ-ის საბჭოს მიერ, რომელიც დაეყრდნო და განმარტებულია, როგორც სებ-ის საზედამხედველო მანდატის გაზრდის საჭიროებას და სხვა მნიშვნელოვან საფუძვლებს, რომელიც არ მოიცავს არსებით დაზუსტებას. სებ-ს არ გააჩნდა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების ვალდებულება. შეძენილი მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 8 779,00 კვ.მ და მდებარეობს ქ. თბილისში, ცირკსა და ყოფილ რესტორან „არაგვს“ შორის (ნაკვ. #001/014), ცირკსა და ყოფილ რესტორან „არაგვს“ შორის, სტალინის სახელობის სანაპირო #1 (რესორან „არაგვის მიმდებარე ტეროტორია, ნაკვეთი ##2/20), ცირკსა და რესტორან „არაგვს“ შორის, სტალინის სახელობის სანაპირო #1 (რესორან „არაგვის მიმდებარე ტეროტორია, ნაკვეთი ##2/21). სებ-ის მიერ მიწის ნაკვეთის შეძენის მიზნით შპს „სითი ცენტრთან“, 8,427, 840.00 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარში, 2019 წლის 26 ივლისს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. სებ-დან მიღებული ინფორმაციის თანახმად, სებ-ის ბიუჯეტიდან აღნიშნული თანხის გადახდა, ამ ეტაპზე, არ განხორციელებულა. ამასთან, ტექნიკური დავალების თანახმად, მომსახურეობის გაწევის სავარაუდო ვადაა 38-44 თვე, მათ შორის: პროექტირების ეტაპი - 6 თვე; სამშენებლო სამუშაოების განმახორციელებელი კონტრაქტორის შერჩევის (ტენდერი) ეტაპი - 2 თვე; მშენებლობის ეტაპი-სავარაუდოდ 30-36 თვე. მშენებლობის სავარაუდო ბიუჯეტი შეადგენს 50 000 000 მილიონ ლარს. ამჟამად, უძრავი ქონება ს.ს. „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ სასარგებლოდ, იპოთეკის ხელშეკრულებითაა დატვირთული.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ყურადღებას დაუთმოს იმ გარემოებას, რომელიც საზოგადოებრივი კონტროლის შესაძლებლობას ექვემდებარება. კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ გვერდზე, უკვე გამოქვეყნებულია სებ-ის სათავო ოფისის ახალი შენობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავების მომსახურების შესყიდვა. ობიექტის პროექტირების კონკურსის შემდგომ გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი ობიექტის მშენებარე კომპანიის შერჩევის მიზნით.

რაც შეეხება შპს „სითი ცენტრს“, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის თანახმად, 2009 წლიდან მოქმედი კომპანიაა, რომლის ამჟამინდელი 100%-იანი წილის მესაკუთრეა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება კვიპროსში რეგისტრირებული „სოფიცა ჰოლდინგს ლიმიტედი“ SOFITSA HOLDINGS LIMITED, HE298233. 2019 წლის 5 ივნისის მონაცემის თანახმად, კომპანიის დირექტორია გიორგი შეყრილაძე, რომელიც, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის თანახმად, ხელმძღვანელობს კიდევ ერთ კომპანიას - შპს „სითი ცენტრი 2“-ს, რომლის 100%-იანი წილის მესაკუთრეა პანამაში რეგისტრირებული „თრასდენ თრეიდინგ ეს.ეი“. 2018 წლის ნოემბრის თვის მონაცემით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით, კომპანიას აკრძალული ჰქონდა ზემოხსენებული უძრავი ნივთის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საკითხის შესწავლის მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს, საჯარო ინფორმაციის უზრუნველყოფის მიზნით, წერილობითი ფორმით, 2019 წლის 18 სექტემბერს მიმართა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოხმაურება 27 სექტემბერს მოამზადა. სებ-ის ცნობითვე, საქართველოს ეროვნულ ბანკში, ამჟამად 506 თანამშრომელია დასაქმებული.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა