logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პოლიციამ თბილისში ყაჩაღობის ფაქტი აღკვეთა - დანაშაულის მომზადების პროცესში დაკავებულია კრიმინალური დაჯგუფების 5 წევრი
პოლიციამ თბილისში ყაჩაღობის ფაქტი აღკვეთა - დანაშაულის მომზადების პროცესში დაკავებულია კრიმინალური დაჯგუფების 5 წევრი
11:48 21.10.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების, ასევე, ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ყაჩაღობის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით, თბილისში ერთობლივად დააკავეს დანაშაულებრივი დაჯგუფების 5 წევრი.

ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა 4 პირი: 1977 წელს დაბადებული, წარსულში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ნასამართლევი ნ. მ., 1960 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური და ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი დ.გ., 1960 წელს დაბადებული, ადრე ყაჩაღობისთვის ნასამართლევი გ.მ. და 1965 წელს დაბადებული ნ.კ. 18 ოქტომბერს, თბილისში, ჯანჯღავას ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლზე ჯგუფურად ყაჩაღურ თავდასხმას აპირებდნენ.

ამავე ფაქტზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, სამართალდამცველებმა ბრალდებულის სახით დააკავეს 1986 წელს დაბადებული ზ.მ.

პოლიციამ, ერთ-ერთი დაკავებულის - გ.მ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. დანაშაულებრივი ჯგუფის სარგებლობაში არსებული ავტომანქანიდან, ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, დანაშაულის ჩადენისთვის საჭირო ნივთები და ნიღბები.

ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა დანაშაულებრივი ჯგუფის მე-5 წევრი, 1965 წელს დაბადებული კ.დ. ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნულმა ჯგუფმა მიმდინარე წელს, 28 აგვისტოს, დაბა ოქროყანაში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლზე ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა. მათ ოჯახის წევრებს ძალადობის მუქარით წაართვეს პირადი ნივთები, ფული, ოქროს ძვირადღირებული სამკაულები, რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ავტომობილი და მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებებით დაადგინეს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ავჭალაშიც გეგმავდნენ ერთ-ერთი ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმას, რაც პოლიციის ოპერატიული რეაგირების შედეგად ვერ განახორციელეს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ყაჩაღობის, დანაშაულის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ასევე, 18-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა