logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ანრი ოხანაშვილი: პროკურატურის მრჩეველთა ჯგუფმა მიიჩნია, რომ არსებული მტკიცებულებები საკმარისია ხაზარაძის და ჯაფარიძის მიმართ ბრალდების წარსადგენად
ანრი ოხანაშვილი: პროკურატურის მრჩეველთა ჯგუფმა მიიჩნია, რომ არსებული მტკიცებულებები საკმარისია ხაზარაძის და ჯაფარიძის მიმართ ბრალდების წარსადგენად
19:46 17.10.2019
„ზოგადად უნდა ითქვას, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როდესაც პროცესი გახსნა და გახსნა იმ თვალსაზრისით, რომ პროცესში ჩართო საერთაშორისო ექსპერტები“-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„ზოგადად, მრჩეველთა ჯგუფი, საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფი არსებობს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, რომელიც მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით რჩევებს და კონსულტაციებს უწევს საქართველოს პროკურატურას და აფიქსირებს საკუთარ პოზიციას.
შესაბამისად, მეტი გამჭვირვალობისთვის, ეს არის პოზიტიური ნაბიჯი, როდესაც საერთაშორისო დონის ექსპერტებს რთავ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ექსპერტებს, მით უმეტეს როდესაც ისეთი დონის საერთაშორისო ექსპერტებს რთავ, როგორებიც არიან ბატონი კოფი და ბატონი ლადორი - ერთ შემთხვევაში ბატონი ლადორი იყო სახელმწიფო პროკურორი ისრაელის, ხოლო ბატონი კოფი იყო ასევე ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულის და რეკეტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების დირექტორი. მათ აქვთ ძალიან დიდი სამუშაო გამოცდილება ამ სფეროში, მათ აქვთ ძალიან მაღალი კვალიფიკაცია და როდესაც ასეთი დონის საერთაშორისო ექსპერტები არიან ჩართულნი ამ პროცესში, ეს მიუთითებს ამ პროცესის კიდევ უფრო გამჭვირვალობაზე.

რაც შეეხება მათ წინაშე დასმულ საკითხს, ჩემი ინფორმაციით და საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ეს ჯგუფი ჩართულია ასევე სხვა მიმდინარე გამოძიებებთან დაკავშირებით. საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ ბატონი ხაზარაძის და ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით, ამ ჯგუფს მიეწოდა კონკრეტული მასალა, კონკრეტული მტკიცებულებები და მათ წინაშე დაისვა საკითხი , შეეფასებინათ, საკმარისი იყო თუ არა არსებული მტკიცებულებები პროკურატურას განეხორცელებინა ბრალდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით. ამ ჯგუფმა დადო მოსაზრება, შეფასება იმ წარდგენილ მასალასთან დაყრდნობით, რაც მათ პროკურატურიდან მიეწოდათ, რომ ბატონ ხაზარაძეს, ბატონ ჯაფარიძეს, იკვეთება რომ ჰქონდათ სქემა, რომელიც მიუთითებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას, რაც, მათი შეფასებით, ასევე საკმარისია სახელმწიფო ბრალდების წარსადგენგენად, შესაბამისად, მათ მიიჩნიეს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის გამართლებული იმისთვის, რომ წარიმართოს მათ მიმართ ბრალდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით.

აქედან გამომდინარე, მოგეხსენებათ, რომ ხაზარაძეს, ჯაფარიძეს და წერეთელს წაყენებული აქვთ კონკრეტული ბრალი და შესაბამისად, საერთაშორისო ექსპერტებიც მიიცნევენ, რომ იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რითაც მათ ბრალი წარედგინათ, ეს მტკიცებულებები სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ მათ მიმართ განხორციელდეს სისხლის სამართლებრივი დევნა.

რაც შეეხება სასამართლო პროცესს, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ არ შევდივართ კონკრეტულ შეფასებაში, ჩვენ ვიცავთ ყველა პირის უდანაშაულობის პრეზუმფციას და ეხლა ჯერი სასამართლოში განხილვაზერა, მხარეები როგორ წარმართავენ საკუთარ ტაქტიკას და პოზიციებს, რათა შემდგომ სასამართლომ იმსჯელოს და მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება“-აცხადებს დეპუტატი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა