logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ზვიად ძიძიგური პროკურატურის საერთაშორისო მრჩეველთა დასკვნაზე: ამ დასკვნის შემდეგ ბრალდებულთა ადგილზე მე მშვიდად ვერ ვიქნებოდი
ზვიად ძიძიგური პროკურატურის საერთაშორისო მრჩეველთა დასკვნაზე: ამ დასკვნის შემდეგ ბრალდებულთა ადგილზე მე მშვიდად ვერ ვიქნებოდი
17:17 17.10.2019
„ამ დასკვნის შემდეგ ბრალდებულთა ადგილზე მე მშვიდად ვერ ვიქნებოდი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო ექსპერტებმა ძალიან მნიშვნელოვნად დაადასტურეს პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი.

„ჩემი დაკვირვებით, პროკურატურამ ასეთი მაღალი დონის საერთაშორისო ექსპერტები ამ საქმეში ჩართო იმიტომ, რომ იყო საზოგადოების მაღალი ინტერესი.

საზოგადოების მაღალი ინტერესის შედეგად, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს საქმე, რომელიც არის აღძრული ფულის გათეთრების ნაწილში აღძრული ბატონი ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ, არის მნიშვნელოვნად წინ წასული.

ვფიქრობ, აწი ჯერი სასამართლოზეა, როცა დასრულდება გამოძიება, სასამართლო უკვე იტყვის თავის კომპეტენტურ დასკვნას.

რაც შეეხება იმ დასკვნას, რომელიც საერთაშორისო ექსპერტებმა დადეს, მე ვფიქრობ მათ ძალიან მნიშვნელოვნად დაადასტურეს პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი და თქვეს, რომ საქართველოს პროკურატურას ჰქონდა სრული საფუძველი იმისთვის, რომ მათ ასეთი ტიპის ბრალი წაეყენებინათ თიბისი ბანკის მაშინდელი მფლობელებისთვის.

დანარჩენი, მე ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში არის სასამართლო ხელისუფლება, რომელმაც უნდა დაუსვას წერტილი ამ საქმეს და თავისი განაჩენი გამოიტანოს.

საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც ისრაელის ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დევნის ნაწილში აღიარებული პირები იყვნენ ისევე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით, მე მათი, ასე ვთქვათ, დოსიე წავიკითხე და ვნახე, რომ ისინი ნამდვილად სერიოზული, წონიანი ექსპერტები არიან თავისი დარგის და მე რომ ვიყო ბრალდებულების, იმ ადამიანების ადგილას, ვისაც ბრალი აქვს წარდგენილი, მშვიდად ნამდვილად ვერ ვიქნებოდი“. - აცხადებს ზვიად ძიძიგური.

ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფმა ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებათა შეფასებება მუშაობა დაასრულა და მათი დასკვნით, მტკიცებულებები საკმარისია ბრალდების მხარდასაჭერად და ის მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის პროცედურებს ამართლებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა