logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ზედამხედველობის დეპარტამენტის სრულ განახლებას იწყებს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ზედამხედველობის დეპარტამენტის სრულ განახლებას იწყებს
15:59 16.10.2019
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თეიმურაზ მღებრიშვილი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს ქედაში შეხვდნენ, ახალი ტექნიკა დაათვალიერეს და ინსპექტორებს საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

მინისტრის მოადგილე გაეცნო იმ სიახლეებს, რაც ზედამხედველობის დეპარტამენტში ბოლო პერიოდში განხორციელდა.

საქმიანობის მასშტაბურობიდან გამომდინარე, პირველ ეტაპზე დეპარტამენტში საშტატო რიცხოვნობა 100%-ით, 45-დან 90 საშტატო ერთეულამდე გაიზარდა. ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, თითოეული თანამშრომელი აღიჭურვა შესაბამისი უნიფორმით და სპეციალური ტექნიკური საშუალებებით.

ზედამხედველობის დეპარტამენტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადასცა მაღალი გამავლობის ავტომობილები - ინსპექტორებს მთელი საქართველოს მასშტაბით, 15 ახალი ავტომობილი უკვე ემსახურებათ.ტექნიკის ნაწილი, 10 ერთეული Toyota Hilux-ის მარკის ავტომობილი, რეგიონებში, დასავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებებზე გადანაწილდა.

ზედამხედველობის დეპარტამენტი შენობა-ნაგებობებში არსებულ სახანძრო უსაფრთხოების სისტემებს ამოწმებს. ასევე, განიხილავს სამშენებლო პროექტებს და გასცემს მშენებლობის შესაბამის ნებართვებს, შენიშვნებსა და რეკომენდაციებს.

დეპარტამენტში უახლოეს მომავალში იგეგმება საკონსულტაციო შეხვედრების ოთახის მოწყობა, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი ტექნიკით. ასევე, დაწყებულია ზედამხედველობის სისტემის გაელექტრონულების პროცესი. დაინტერესებული პირებისათვის/ორგანიზაციებისათვის უკვე ამოქმედებულია დეპარტამენტის ცხელი ხაზი - (0322 41) 4112.

ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების პრევენცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა.

„ზედამხედველობის დეპარტამენტში განხორციელებული სიახლეები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დეპარტამენტის ეფექტურობას და ქვეყანაში ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების რისკის შემცირებას“-აცხადებენ უწყებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა