logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
15:33 16.10.2019
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე დაესწრო საერთაშორისო კონფერენციას - „პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობის შედეგების გაზომვა და გაძლიერება“ და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

ღონისძიება სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის დაარსების 10 წლისთავს მიეძღვნა. კონფერენციის მიზანი იყო აღნიშნული მექანიზმის მიერ გაწეული საქმიანობის და მიმდინარე გამოწვევების შეჯამება, თავისუფლებააღკვეთილი პირების წამებისა და არასათანადო მოპყრობისგან დაცვის მიმართულებით.

მინისტრის მოადგილემ თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ სამინისტროს მიერ დაგეგმილი ყველა რეფორმა ემსახურება უფრო მეტი გარანტიების შექმნას, რათა ნებისმიერი საპოლიციო ღონისძიება ემყარებოდეს კანონიერებისა და გამჭვირვალობის, პიროვნების პატივისა და ღირსების, ასევე, ჰუმანურობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპებს.

ნინო ჯავახაძემ სტუმრებს არასათანადო მოპყრობის ფაქტების აღკვეთის და პრევენციის მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები გააცნო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროშო აცხადებენ, უწყება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სახალხო დამცველისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის რეკომენდაციებს და უკანასკნელ წლებში გაცემული რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი შესრულებული აქვს.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის, ევროპის საბჭოს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის, პრევენციის ეროვნული მექანიზმების, ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტებისა და წამების პრევენციის სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა