logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიდ დიღომში ბუნებრივი აირის აფეთქების ფაქტზე, გულგრილობისთვის ბრალდებულებს 4 -4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
დიდ დიღომში ბუნებრივი აირის აფეთქების ფაქტზე, გულგრილობისთვის ბრალდებულებს 4 -4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
16:47 15.10.2019
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდ დიღომში ბუნებრივი აირის აფეთქების ფაქტზე, სამსახურებრივი გულგრილობისთვის ბრალდებულები ვ.მ. და თ.ტ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 16 იანვარს, დღის საათებში, თბილისში, ავთანდილის ქუჩის N8-ში მდებარე კორპუსის მცხოვრებლებმა, ბუნებრივი აირის შესაძლო გაჟონვის შესახებ არაერთი შეტყობინება განახორციელეს ლიცენზიატი კომპანიის შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" სწრაფი რეაგირების ცენტრში. აღნიშნული კომპანიიდან შემთხვევის ადგილზე გამოცხადნენ სწრაფი რეაგირების ჯგუფის ოსტატი ვ.მ. და ამავე ჯგუფის ზეინკალი - თ.ტ, რომლებსაც კორპუსის მცხოვრებლებმა განუმარტეს პირველ სადარბაზოსა და ლიფტის შახტაში ბუნებრივი აირის ჭარბი რაოდენიბით არსებობის შესახებ. აღნიშნული გარემოების მიუხედავად, ვ.მ-მ და თ.ტ-მ არ განახორციელეს კანონმდებლობითა და სამსახურებრივი ინსტრუქციით მათზე დაკისრებული ვალდებულება, სრულყოფილად შეემოწმებინათ, როგორც მთლიანი სადარბაზო, ასევე თითოეულ სართულზე არსებული ყველა საცხოვრებელი ბინა, ლიფტის შახტა და სათავსო.

ასევე, მათ არ მიუღიათ რაიმე პრევენციული ზომა, შესაძლო ავარიის თავიდან ასაცილებლად. ვ.მ-მ და თ.ტ-მ ზედაპირული დაკვირვებისა და სართულების შერჩევითი შემოწმების შედეგად ვერ აღმოაჩინეს რაიმე სახის დარღვევა, რის თაობაზეც შეადგინეს შესაბამისი ოქმი. მიუხედავად კორპუსის მცხოვრებლების არაერთი განმარტებისა, რომ პირველ სადარბაზოსა და ლიფტის შახტაში კვლავ იგრძნობოდა ბუნებრივი აირის სუნი, ვ.მ-მ და თ.ტ-მ არ გაითვალისწინეს შესაძლო მძიმე შედეგის დადგომა და მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. დაახლოებით ორ საათში კი, გაჟონილი და დაგროვილი ბუნებრივი აირის აფეთქება მოხდა, რამაც ავთანდილის ქუჩის N8-ში მდებარე კორპუსის ნგრევა გამოიწვია, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ვ.მ. და თ.ტ. 2019 წლის 18 იანვარს სასამართლოს განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს. ორივეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვ.მ. და თ.ტ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა