logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საპატრულო პოლიციამ რეგიონებში ერთიანი მომსახურების კონცეფციის დანერგვა დაიწყო
საპატრულო პოლიციამ რეგიონებში ერთიანი მომსახურების კონცეფციის დანერგვა დაიწყო
17:15 11.10.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყო ერთიანი მომსახურების ცენტრის კონცეფციის რეგიონებში დანერგვისთვის მზადება. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის, გურიის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონების 13-მა თანამშრომელმა, მოქალაქეთა სერვისის გაუმჯობესების მიზნით, გადამზადების სპეციალური მოკლევადიანი კურსი გაიარა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - ვაჟა სირაძემ, მოადგილესთან - კახა ბუხრაძესთან ერთად, გადამზადებულ თანამშრომლებს შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები პირადად გადასცა.

ტრენინგები მოიცავდა „ეფექტური კომუნიკაციისა“ და "სერვის-პლუსის" როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ ნაწილებს. ორივე კურსი საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრსა და მის საჭიროებებზე მორგებული მეთოდოლოგიით ჩატარდა.

გადამზადებული თანამშრომლები სხვადასხვა ქალაქში საპოლიციო სერვისებით მოქალაქეებს ადგილზე მოემსახურებიან.

საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი, სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, 2018 წლის 1 მაისს, თბილისში გაიხსნა. მან დღემდე საქართველოსა და უცხო ქვეყნის 250 000-მდე მოქალაქეს გაუწია საპოლიციო მომსახურება ერთი ფანჯრის პრინციპით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა