საპარტულო პოლიციამ კასპში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ნიკოლოზ ლაფერაშვილი პოლიციისთვის
წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავა.
სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ლაფერაშვილი ავტომანქანას უსაფრთხოების ღვედის გარეშე მართავდა, რის გამოც ჯარიმის ოქმის შედგენა დაიწყეს, რასაც „ქართული ოცნების“ წევრის მხირიდან პოლიციის თანამშრომლების მიმართ აგრესია და შეურაცხყოფა მოჰყვა.
„ქართული ოცნების“ კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით ონოფრიშვილის თქმით კი, ლაფერაშვილს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და მშვიდად ელოდებოდა ოქმის შედგენას.
„პოლიციამ, რომელმაც ნიკოლოზ ლაფერაშვილი პროვოკაციაზე ვერ წამოაგო, მას პირდაპირ ხელბორკილები დაადო ისე, რომ ჯარიმის ოქმის შედგენაც არ დაუსრულებია. იგი სამი საათი გადამალული ჰყავდათ“ - აღნიშნა ონოფრიშვილმა.
ამ დროისთვის ლაფერაშვილი გორის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

















