პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს შეწყალების კომისიის სხდომა გაიმართება. კომისიის წევრები 203 პატიმრის საქმეს
განიხილავენ. მათ შორის, 9 არასრულწლოვანის და 25 ქალბატონის საქმეა.
წინასწარი ინფორმაციით, შეწყალებულთა სიაში ის პატიმრები მოხვდებიან, რომლებიც სასჯელს ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის იხდიან. ასევე, ისინი, ვისაც დადებითი რეკომენდაციები აქვთ და პატიმრობის პერიოდში კარგი ყოფაქცევით გამოირჩეოდნენ.
შეწყალების კომისია სარეკომენდაციო სიას პრეზიდენტს გადაუგზავნის.
კომისიის სხდომა 14:00 საათზე დაიწყება. შეწყალებული პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 28 აგვისტოს დატოვებენ.

















