logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ორი პირის განზრახ მკვლელობასა და ერთი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 20 წლით პატიმრობა მიესაჯა
ორი პირის განზრახ მკვლელობასა და ერთი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 20 წლით პატიმრობა მიესაჯა
13:33 02.10.2019
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის და სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, ერთი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის ბრალდებული დ.პ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 3 იანვარს, დაბა თიანეთში, დ.პ. წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, ო.შ.-ს და ვ.ო.-ს განზრახ მოკვლის მიზნით, ო.შ.-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში მივიდა და დანით ვ.ო.-ს გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა, რის შედეგად ვ.ო. ადგილზე გარდაიცვალა. დ.პ.-მ ჩადენილი დანაშაულის დაფარვის და ვ.ო.-სთან სტუმრად მყოფი ო.შ.-ს მკვლელობის გაადვილების მიზნით, იქვე მყოფ ნ.ა-ს გადაჭრილი გლუვლულიანი სანადირო თოფიდან მხრის, ხოლო ო.შ.-ს სახის არეში ესროლა. მიყენებული დაზიანების შედეგად ო.შ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.პ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა დ.პ. 2019 წლის 7 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობა, სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით ერთი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დ.პ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა