ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების თვითმხილველთა თქმით, მათ
გაიგონეს ხმაური და დაინახეს კაცი, რომელიც შველას ითხოვდა.
ამ დროისათვის შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
წინასწარი ინფორმაციით, ყიფშიძის ქუჩის 2 ნომერსი კრიმინალური გარჩევა ფულის გამო მოხდა. არსებული ცნობით, მამაკაცი, ვინც გარჩევა მოაწყო, დაჭრილებს ფულს სძალავდა.
დაპირისპირება სამშენებლო კომპანიის ეზოში რამდენიმე წუთს გაგრძელდა.
ერთ-ერთი დაზარალებული თავშია დაჭრილი.
ამ დროისათვის ადგილზე ექსპერტ- კრიმინალისტები და სამართალდამცველები მუშაობენ.
გამოიკითხნენ მუშებიც, რომლებიც დაპირისპირების დროს ადგილზე იმყოფებოდნენ.
იდენტიფიცირებულია პირი, რომელმაც დაჭირლების მიმართულებით გაისროლა.
ორივე დაზარალებული მეცხრე საავადმყოფოშია მოთავსებული.
ექიმის თქმით, ორი დაჭრილიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა - იგი გულ-მკერდის არეშია დაჭრილი.

















