„ჩვენ ვაკეთებთ აბსოლუტურად ყველაფერს იმისთვის, რომ ეფექტიანობის ის ხარისხი მივიღოთ
რა მოლოდინიც არის საზოგადოებაში“- სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ ჟურნალისტებთან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, 2019 წლის პირველ ნოემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ემატება ახალი ფუნქცია - სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა და მოხელეთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიების ფუნქცია.
„ეს ფუნქცია ძალაში შევა და სამსახური აკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს, რომ სისტემა მომზადებული შეხვდეს მის ეფექტურად განხორციელებას.
კანონმდებლობა შესაბამისი დამოუკიდებლობის გარანტიებს ითვალისწინებს, რათა ეს სამსახური იყოს დამოუკიდებელი და განახორციელოს თავისი საგამოძიებო უფლებამოსილება. დადგება პირველი ნოემბერი და კარგად დაინახავთ, რამდენად ეფექტურად ახორციელებს ეს სამსახური ამ უფლებამოსილებას.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვაკეთებთ აბსოლუტურად ყველაფერს იმისთვის, რომ მივიღოთ ის ხარისხი რა მოლოდინიც საზოგადოებაშია“ - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

















