logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გურამ მაჭარაშვილი მამუკა ვასაძეს: იმ შემთხვევაში თუ დადგება ასეთი სიტუაცია, სამართლიანი გადაწყვეტილებისკენ უფრო გადაიხრებით თუ კანონიერი გადაწყვეტილებისკენ?
გურამ მაჭარაშვილი მამუკა ვასაძეს: იმ შემთხვევაში თუ დადგება ასეთი სიტუაცია, სამართლიანი გადაწყვეტილებისკენ უფრო გადაიხრებით თუ კანონიერი გადაწყვეტილებისკენ?
13:23 27.09.2019
„ყველა კანდიდატთან მაქვს ეს შეკითხვა და თქვენთან კიდევ უფრო მეტია ინტერესი, რადგან ახლა მიდიხარ სასამართლო სისტემაში. იმ შემთხვევაში თუ დადგება ასეთი სიტუაცია სამართლიანი გადაწყვეტილებისკენ უფრო გადაიხრებით თუ კანონიერი გადაწყვეტილებისკენ, იმიტომ რომ მართლმსაჯულების სისტემაში ეს პრაქტიკა არსებობს ხოლმე, მაგრამ არის მომენტები როდესაც შინაგანი რწმენის საფუძველზე მოსამართლე ხედავს, რომ კანონმდებლობით გადაწყვეტილება გამყარებულია თუმცა, არ არის სამართლიანი ან პირიქით, თქვენი ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით როგორი იქნება?“, - მიმართა გურამ მაჭარაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მამუკა ვასაძეს, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

დეპუტატის თქმით, ზოგიერთ დანაშაულზე - განსაკუთრებით მძიმე და ნაკლებად მძიმე დანაშაულებებზეც, მოსამართლეს არ შეუძლია მინიმუმზე ნაკლებ სასჯელზე ჩამოვიდეს, თუ პროკურატურა არ იქნება თავად ინიციატორი.

„როგორ მიგაჩნიათ, მოსამართლეს არ აქვს ამის უფლება და პროკურატურას აქვს? იმ ფონზე განსაკუთრებით, როცა თქვენ თქვენი მოღვაწეობა პროკურატურაში გაქვთ და ახლა უნდა გადაინაცვლოთ უზენაეს სასამართლოში. არის თუ არა იმის მოლოდინი, ან იმის განცდა ხომ არ გაქვთ რომ რაღაც სასჯელებზე მაინც მოსამართლეს უნდა ჰქონდეს ამის საშუალება, შეიძლება ყველაზე არა მაგრამ რაღაც დონეზე მაინც“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

დეპუტატი დაინტერესდა მოსამართლეობის კანდიდატის აზრით იმასთან დაკავშირებით, საჭიროებს თუ არა კანონმდებლობა გადახედვას მოსამართლისთვის ამ დისკრეციის გაზრდასთან დაკავშირებით.

„თუ გქონიათ ასეთი განცდა, რომ თქვენი, როგორც ბრალმდებლის პოზიციიდან გამომდინარე, თქვენ რომ ყოფილიყავით მოსამართლე რომელიმე საქმესთან დაკავშირებით მიიღებდით ცოტა სხვაგვარ გადაწყვეტილებას? თქვენ ქმნით ბრალდებას, მერე აგზავნით სასამართლოში და შეიძლება მოსამართლემ ბოლომდე არ გაითვალისწინოთ თქვენი ბრალდება?“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა. დეპუტატი ასევე, დაინტერესდა იმ შემთხვევაში თუ მხარდაჭერილი იქნება მისი კანდიდატურა უზენაეს სასამართლოს მოსამართლის როგორი პრაქტიკა იქნება დანერგილი.

„მხარდაჭერის შემთხვევაში თქვენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე უნდა გახდეთ. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი პრაქტიკა იქნება დანერგილი უზენაეს სასამართლოს მოსამართლესი? თქვენ ამ სისტემაში მოსამართლედ არ გიმუშავიათ როგორ მიგაჩნიათ რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები ზოგადად, არის სავალდებულო - სწორია თუ არ არის სწორი?“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა